ჩხიკვთა სიონი
galerea
aRwera
ჩხიკვთას სიონი მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ჩხიკვთას სამხრეთით 2,5 კმ-ის დაშორებით. სამხრეთი კარის თავზე არსებული სამშენებლო ხასიათის მხედრული მხედრული წარწერის მიხედვით, იგი აუგია 1679 წელს რუსთველ ეპისკოპოსს ქრისტეფორე საგინაშვილის. წარწერაში აგრეთვე იხსენიებიან ეპისკოპოსის ძმებიც.
ეკლესია დარბაზული ტიპისაა. ნაგებია თლილი, მონაცრისფრო ალგეთის ქვებით. აფსიდი ნახევარწრიულია. ტაძარს ორი შესასვლელი აქვს სამხრეთიდან და დასავლეთიდან. აქვს შედარებით გვიანდელი შესასვლელი ჩრდილოეთიდან. სახურავი ორფერდა გადახურვის ტიპისაა. ტაძრის ინტერიერი განათებულია ოთხი სარკმელით. ინტერიერში მოხატულობის კვალი არ შეინიშნება. საკურთხევლის ერთ-ერთი ქვის ნატეხზე ორი რელიგიური ხასიათის წარწერაა. (თაყაიშვილი 1905: 10, 11).