ღოუბანის ორმოცთა
galerea
aRwera
ორმოცთა მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ღოუბანის ჩრდილოეთით დაახლოებით 2,5 კმ-ში, ტყეში. ტაძარი აგებულია ორმოც სებასტიელ მოწამის სახელზე. კომპლექსის მთავარი ნაგებობაა ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც XVI საუკუნით თარიღდება. ტაძარი სრულად ნაგებია აგურით. იგი სწორკუთხედი ფორმის ნაგებობაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით, უაფსიდო სადიაკვნეთი და სამრეკლოთი. ტაძრის ფასადები მხატვრულად არ არის გაფორმებული. მხატვრული ყურადღება გატანილია გუმბათის გაფორმებაზე. რაც შეეხება ინტერიერს იგი კარგადაა განათებულის გუმბათის სარკმლების ხარჯზე, სადაც დატანილია 8 სარკმელი. თვით გუმბათი კი საკურთხევლის აფსიდიდან და სწორკუთხოვანი კედლებიდან გამოსულ პერპენდიკულარულ საყრდენებზე დგას. ტაძარს შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან შეიმჩნევა მინაშენების კვალი. ეკლესიის სამხრეთ დასავლეთით დგას რამდენიმე სართულიანი სწორკუთხა კოშკი.
ტაძარი ძლიერ იყო დაზიანებული, რესტავრაცია ჩაუტარდა 1999 წელს. ამჟამად მოქმედებს მამათა მონასტერი.