მანავის ციხე
galerea
aRwera
მანავის ციხის ძველი სამშენებლო ფენა X-XI საუკუნეებს მიეკუთვნება, ახალი XVI-XVII ს.ს . ციხეს სახელწოდება სოფლიდან გამომდინარე მიუღია. იგი ორი ნაწილისაგან შედგება: შემაღლებულ ადგილზე დგას ციტადელი, რომელსაც აღმოსავლეთით ქვედა ციხე ეკვრის. ციხეს აქვს შიდა გალავანი, შესასვლელი ჩრდილოეთიდან მდებარეობდა. აქვს ოთხი კოშკი, ციხიდან კარგად ჩანს გარემო. ამჟამად ციხის ტერიტორიაზე დგას სამი ეკლესია: ღვთისმშობლის დიდი, პატარა ეკლესია და წმინდა გიორგის ეკლესია.
ვახუშტი ბატონიშვილი ციხე-სიმაგრეს ასე მოიხსენიებს: ,,ხოლო დამპალას აღმოსავლეთით ჩრდილოთ არს ჰერეთის ძირს, მანავი, სადაც აღაშენა სასახლე იმამ ყულიხან, მთის ძირად არს ძველადი ციხე და აწ შემუსვრილი”...XVIII საუკუნეში აქ თეიმურაზ მეორის ძმას იმამ–ყული ხანს აუშენებია სახახლე და თელავიდან სამეფო რეზიდენცია გადმოუტანია. თეიმურაზ მეორე ოჯახს კარგახანს უცხოვრია და ამბობენ ერეკლე მეორეც აქ იზრდებოდაო. ამჟამად ეს სასახლე დანგრეულია.