მამკოდას მონატერი


galerea



aRwera

        მამკოდის წ.გიორგის ეკლესია მდებარეობს გლდანი-თიანეთის გზის მარჯვენა მხარეს, მდ. გლდანისწყალის მარცხენა ნაპირზე, მთის თავზე. აგებულია XIX ს.-ში. ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. რვაწახნაგა გუმბათის ქვეშ რვა სარკმელია გაჭრილი. ტაძარი ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით.

        აქ არის კიდევ ერთი ეკლესია, რომელიც დარბაზულია, ისიც XIX ს.-ის ნაგებობაა. იგი ღვთისმშობლის სახელობისაა.

        ეზოში შემორჩენილია აგურით ნაგები სამრეკლოს ორი ბოძი. ერთ-ერთის ქვის ფილაზე ამოკვეთილია სახელი - "თედო" და თარიღია მითითებული 1850 წ. ეს სავარაუდოდ მშენებლის სახელი და აგების თარიღი უნდა იყოს.

        რაც შეეხება ამ ადგილის სახელწოდებას, ეს ადგილი ძალიან ჰყვარებია დავით აღმაშენებელს და ცნობილია ის ფაქტიც, რომ იგი ამ ადგილს ხშირად სტრუმრობდა ხოლმე. უწინ ეს ადგილები დასახლებული ყოფილა. ხშირი ბრძოლების და შერკინებების ადგილი ყოფილა. ერთერთი ასეთი ბრძოლის დროს უამრავი ქართველი გაუწყვეტია მტერს, ეს რომ უნახავს წმიდა მეფეს უთქვამს გული დამიკოდაო…

        2008-2009 წლებში ტაძარს ჩაუტარდა რესტავრაცია, გაიწმიდა ეზო, აშენდა კელიები. ამჟამად აქ მამათა მონასტერია.