ხულუტის ციხე
galerea
aRwera
ხულუტის ციხე მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის(ქციის) ხეობაში, ფიტარეთის მონასტერის მიდამოებში. ციხე საკმაო სტრატეგიული მდებარეობა აქვს, ხეობაში გამვლელი მას გვერდს ვერ აუქცევდა.
ხულუტის ციხის აგების შესახებ ინფორმაციას გადმოგვცემს ალექსანდრე ორბელიანი. შაჰ-აბასის ერთერთ ყორჩიბაშს, რომელსაც გამაჰმადიანებამდე ვახტანგი რქმევია ყაფლან ორბელიანისთვის მის შვილი გამოუთხოვია ირანში აღსაზრდელად. ყაფლანმა თავის უმცროსი ვაჟი ორბელი გაგზავნა. გარკვეული დროის შემდეგ ორბელი დაბრუნდა საქართველოში და თან ყორჩიბაშის გამოგზავნილი წერილი და ფული ჩამოიტანა. ყორჩიბაში წერილში ყაფლანს სწერდა, რომ იგი ფარულად ქრისტიანი იყო და გამოგზავნილი ფულით ფიტარეთის მცირე ტაძრის შემკობას ითხოვდა. არსებული რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, ყაფლანმა იმ ფულით ხულუტის ციხე ააგო. ყორჩიბაშმა კი კიდევ გამოგზავნა ფული, რომელიც ეკლესიას მოხმარდა. ამრიგად ხულუტის ციხე ყაფლან ორბელიანს აუგია XVII საუკუნის პირველ ნახევარში.
ხულუტის ციხე, არამარტო ციხე არამედ ციხე-დარბაზიც ყოფილა. ციხის ციტადელი ძირითადად 5 კოშკისგან შედგება, მათგან გამორჩეულია ჩრდილო დასავლეთის კოშკი, რომელიც საკმაოდ მოცულობითია. იგი მთელ სიგრძეზე კედლითაა გამოყოფილი, რელიეფიდან გამომდინარე, მისი ერთი მხარე ექვს სართულიანია, ხოლო მეორე შვიდ სართულიანი. ყველა სართული აღჭურვილია ბუხრებით და სხვადასხვა სამეურნეო-საცხოვრებელი ნიშებით. კოშკის მერვე და შესაბამისად მეშვიდე სართულები არის საბრძოლო დანიშნულების და მასზედ ლოდსატყორცნები ყოფილა განლაგებული.
ციხეში მოხვედრა რამდენიმე კარით არის შესაძლებელი. მთავარი კარიბჭე სამხრეთის მხარეს მდებარეობს. ციხეში მოხვედრა აგრეთვე შესაძლებელია, გვირაბის საშუალებით, რომელიც მდინარის ხეობაში ჩადის. გვირაბის ამოსასვლელს სპეციალური კოშკი იცავდა.
შედარებით მომცრო ზომისაა სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე კოშკი, რომელიც მდინარის ხეობას გადაჰყურებს. იგი ოთხ სართულიანია, აქედან სამი სართული არის საცხოვრებელი, ხოლო მეოთხე საბრძოლო დანიშნულებისაა. კოშკში მოხვედრა მცირე გვირაბის გავლით არის შესაძლებელი.
მცირე ზომისაა ციხის აღმოსავლეთით მდებარე კოშკი, იგი აღმოსავლეთის მცირე კარი შესასვლელებს იცავდა. აქვს სათოფურები და ბუხარი.
ციხის შიდა ეზოში მდებარეობს ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, მცირე ზომის წყალსაცავი და სხვა დამხმარე ნაგებობები.
ციხე ძირითადად ნაგებია ადგილობრივი, კლდის ნატეხი ქვით. მისთვის შერჩეული კლდოვანი კონცხი საკმაოდ სტრატეგიულ ფუნქციას სძენდა მას. ხულუტის ციხე, როგორც საიმედო და ძლიერი ციხე იხსენიება XVIII საუკუნეშიც.
ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის