წმ. ნიკოლოზის ეკლესია


galerea



aRwera

წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია დგას სოფელ ქვემო ნიჩბისის სამხრეთით ნიჩბურას მარჯვენა ნაპირზე. სტილისტური ნიშნებით იგი თარიღდება XVI –XVII საუკუნეებით. ტაძარს დაუსრულებელი სახე აქვს, მისი გუმბათი დაუმთავრებლია. მისი აგების შესახებ არსებობს ასეთი ლეგენდა, რომლის მიხედვითაც წმიდა ნიკოლოზის ეკლესიას, ასევე ციციშვილების სასახლეს, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიებს აშენებდა ერთი პიროვნება, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის დაკვეთით. ლეგენდის მიხედვით ტაძრის მაშენებელი მცხეთი ეპისკოპოსს დაუბარებია და მოუკლავს, სწორედ ამის გამო ეკლესია დარჩენილა უგუმბათოდ.
გამაგრების მიზნით ეკლესიას XVIII საუკუნეში შემოავლეს ახალი კედელი, რომელი 0,65 სმ ის სისქისაა, სწორედ ამ პერიოდის არის ის ჩუქურთმები რომლებიც ამჟამად გვხდება ტაძრის ფასადებზე.