ციხედიდი


galerea



aRwera

            ციხედიდის კომპლექსი მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძეგვიდან 1,5 კმ-ში. კომპლექსი მოიცავს 15 ჰექტარს, სადაც უამრავი ნანგრევია შემორჩენილი. ამ კოპლექსიდან შედარებით ყველაზე კარგად შემორჩენილია მხოლოდ წმიდა მარიამის სახელობის ეკლესია, სამრეკლოს ნანგრევები და კოშკი.

            წმიდა მარიამის ეკლესია დარბაზული ტიპისაა (7,55 *5) იგი ნაგებია ქვიშაქვის დიდი კვადრებით. ტაძრის სიახლოვეს იდგა საკმაოდ მოზრდილი ორსართულიანი სამრეკლო, რომელიც ამჟამად ჩამოქცეულია, მის მასშტაბურობაზე მეტყველებს კაპიტელები რომლებიც ირგვლივ მიმოფანტულა.

            კომპლექსის ერთერთი მნიშვნელოვანი ნაგებობაა საცხოვრებელი კოშკი, რომელიც აუგია დეკანოზ ათანასე დეკანოზისძეს 1680 წელს. ამას იუწყება წარწერა. კოშკი ოთხსართულიანი ყოფილა, ამჟამად ყველა სართული ჩამოქცეულია იგი ნაგებია ყორე ქვით. ყველა სართულზე თავდაცვის მიზნით დატანებული აქვს სათოფურები.. კოშკის პირველ სართულზე დასავლეთის კედელზე მიშენებულია საწნახელი. ასევე მის მახლობლად შეიმჩნევა ქვევრების კვალიც.