ბერდიკის ციხე


galerea



aRwera

          ”ბერდიკის ციხე” მდებარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ფოლადაურის ხეობაში, სოფელი ფოლადაურის მიდამოებში. ადგილმდებარეობიდან გამომდინარე მას ხშირად როგორც ფოლადაურის ციხეს მოიხსენიებენ. ისტორიულ წყაროებში ციხის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია მოიპოვება.  ბერდიკი პირველად  XVII საუკუნეშია მოხსენებული. აგრეთვე წყაროებში არაა ინფორმაცია, ციხესთან დაკავშირებული, რომელიმე ბრძოლის შესახებ.

        ციხისათვის, მის მშენებლებს კლდოვანი რელიეფი შეურჩევიათ, რომელიც ბუნებრივ სიმაგრეს წარმოადგენს. ამ კლდეებზე, საოცრად არის განლაგებული ციხე. ნაგებია კლდის ნატეხი ქვებით. იგი ბუნებრივად არის შერწყმული გარემოს და საკმაოდ ძლიერ და აუღებელს სიმაგრეს ქმნის. სწორედ ამიტომ ვახუშტი ბაგრატიონი ციხეს იხსენიებს, როგორც ”ციხე მაგარი”. ამჟამად ციხე საკმაოდ დაზიანებულია, მიუხედავად იმისა, რომ წყაროებში ინფორმაცია ნაკლებად მოიპოვება, ციხეზე გადახდილი, რომელიმე ბრძოლის შესახებ, მასზე აშკარად შეიმჩნევა ბრძოლის კვალი. პირვანდელი სახის აღდგენა ფაქტიურად შეუძლებელია.

             ციხე ორი ნაწილისაგან შედგებოდა,  კლდეებზე განლაგებული ნაგებობები ციხის ციტადელს წარმოადგენდა, ხოლო მის აღმოსავლეთით ქვედა ციხე, ტერიტორიის მოცულობიდან გამომდინარე სავარაუდოდ გარკვეულ თავშესაფრის ფუნქციას ითავსებდა, ზედა ციხე ძირითადად ოთხი კოშკისგან შედგება. ოთხივე ერთმანეთთან არის დაკავშირებული კიბეებითა და კარებებით. კოშკები საკმაოდ მოზრდილებია, და სავარაუდოდ 3-4 სართულიანები უნდა ყოფილიყო. ყველა კოშკი აღჭურვილია სათოფურებითა და საისრეებით. ციხის გალავანი საკმაოდაა დაზიანებული და სავარაუდოდ იგი ორ იარუსიანი იქნებოდა, საბრძოლო ბილიკებით.

 

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა

ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის