შორეთი
galerea
aRwera
შორეთის მონასტერი ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოთიდან ჩრდილოეთით, 6 კმ-ში მდებარეობს. კომპლექსი მოიცავს მთავარ დარბაზული ტიპის ეკლესიას(ზომები 14,4*6) და სამრეკლოს. ეკლესია არქიტექტორული სტილიდან გამომდინარე შესაძლებელია XIII-XIV საუკუნით დათარიღდეს. საკმაოდ განვითარებული და დახვეწილია ტაძრის შემკულობა. ეკლესია ორსართულიანია და პირველ სართულზე სავარაუდოდ საძვალე იყო. მას ორი შესასვლელი აქვს, დასავლეთიდან და სამხრეთიდან. სამრეკლო, რომლის პირველი სართული ტაძრის კარიბჭის ფუნქციას ასრულებს XV საუკუნეში არის აშენებული. მისი მხატვრული გაფორმება, განვითარებულ არქიტექტურის დონეზე მეტყველებს. სამრეკლოს მეორე სართულზე იყო 9 მალიანი ფანჩატური, ამჟამად იგი თითქმის მთლიანად ჩამოქცეულია. სამხრეთის კედელზე დაფიქსირებულია ასომთავრული წარწერა, რომელიც გ.ბოჭორიძემ ასე გაშიფრა: „ქრისტე, ორბისძეს ნიკოლოზს გალატოზთ უხუცესს შეუნდევენ ღმერთმან ამენ“. რაც შეეხება ტაძრის ინტერიერს იგი მოხატული ყოფილა. საკუთხევლის კონქში შეიმჩნევა სავარაუდოდ ღვთისმშობლის გამოსახულება. ამჟამად მხატვრობა საკმაოდ დაზიანებულია. საჭიროებს გადაუდებელ საკონსერვაციო სამუშაოებს.
შორეთის კომპლექსი წარმოადგენს ქართული არქიტექტურის და კულტურის ერთერთ სანიმუშო შედევრს. ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ იგი ამჟამად ძალიან სავალალო მდგომარეობაში იმყოფება. ყოველდღიურად ზიანდება და ნადგურდება უნიკალური მემკვიდრეობის მქონე ძეგლი.