ვერეს მონასტერი
galerea
aRwera
ვერეს მონასტერი დგას სოფელი გარდატენიდან 5,5 კმ-ში, მდინარე ვერეს მარცხენა ნაპირზე, ტყეში. მონასტერი თარიღდება VII საუკუნით, იგი მნიშვნელოვნად არის გადაკეთებული და სახეცვლილი XI საუკუნეში. ტაძარი არქიტექტორულად სამნავიან ბაზილიკას(10,7*7,5მ) წარმოადგენს. ძირითადი ნავი გვერდითი ნავებისაგან თაღიანი ბოძებითაა გამოყოფილი. ტაძარი ძირითადად მოპირკეთებულია შირიმის ქვით, ასევე გამოყენებულია წითელი და რუხი ფერის ქვები. ნაგებობა ძლიერ არის დაზიანებული, მთლიანად არის ჩამონგრეული კამაროვანი გადახურვა და კედლების ზედა ნაწილი. რთული ბუნებრივი პირობების გამო ტაძარი თითქმის მთლიანად იყო მიწით სავსე, თუმცა მოგვიანებით იგი გაუწმენდიათ. ამჟამად მხოლოდ სამხრეთის ეგვტერია მიწით დაფარული. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს: დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით. სამხრეთის ნავში ყოფილა სამალავი, რომელიც მთელი კედლის სიგრძეზე გადის.
ტაძარი ქვით ყოფილა გადახურული. საკმად მდიდარი უნდა ყოფილიყო აღმოსავლეთის ფასადის დეკორატიული გაფორმება, თუმცა ამჟამად მხოლოდ სარკმლის ზემოთ, ჩუქურთმიან წნულში გამოსახული ჯვარია.
ტაძრის საკურთხეველი შელესილია, ასევე საკურთხევლის აფსიდში შეიმჩნევა მოხატულობის კვალი, სავარაუდოა, რომ მთელი ტაძარი მოხატული ყოფილა. საკმაოდ ძვირფასი და მორთული უნდა ყოფილიყო ტაძრის კანკელიც, რომლისგანაც მხოლოდ რამდენიმე ნაწილიღაა შემორჩენილი.
ტაძარზე ნაპოვნია ასომთავრული წარწერა, სადაც მოხსენიებულნი არიან ერისთავი მირიანი და ციხისთავი გრგნელი, საყურადღებოა, რომ ეს პიროვნებები იხსენიება ატენის სიონის 1060 წლის წარწერაში. სწორედ ამ პიროვნებებს უკავშირდება, ვერეს მონასტრის განახლება და ჩუქურთმებით შემკობა.
ვერეს მონასტერის მოხსენიებული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს: „ვერეს დაბის დასავლეთით არს, დანახვისის მთის ძირს, მონასტერი კეთილმშვენიერი“.
ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის