გოსტიბეს სამების ეკლესია
galerea
aRwera
გოსტიბეს ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარი მდებარეობს, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ გოსტიბეს სასაფლაოზე. სოფელ გოსტიბეში მიმავალი გზა საკმაოდ სავალალო მდგომარეობაშია. ტაძარი არქიტექტორულად დარბაზული ტიპისაა. სამშენებლო წარწერის მიხედვით X-XI საუკუნეებით თარიღდება. ნაგებია დიდი ზომის, ტლანქად დამუშავებული მომწვანო-მოყვითალო ქვებით. ამჟამად ტაძარი ძალიან დაზიანებულია, ჩამონგრეულია კამაროვანი გადახურვა, ლავგარდანი მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტშია შემორჩენილი. ტაძრის იატაკი თითქმის 1 მეტრის სიმაღლეზე ნანგრევებითაა ამოვსებული. ტაძარს შესასვლელი სამხრეთ დასავლეთიდან აქვს, ჩრდილოეთით მდებარე კარი კი ამოქოლილია. დარბაზის გრძივ კედლებზე ორ საფეხურიანი პილასტრებია. ჩრდილოეთის პილასტრზე ამოკვეთილია წრეში ჩახაზული სწორმკლავა ჯვარი. ტაძრის ინტერიერი შელესილი ყოფილა, თუმცა მხატვრობის კვალი დღეს არ შეიმჩნევა. შელესილობის ქვეშ დასავლეთ და სამხრეთ კედლებზე შეიმჩნევა წითელი საღებავით დახატული ჯვრები.
ტაძრის ფასადები ჯვრებით არის შემკული. აღმოსავლეთ ფასადის სარკმელს აქვს, ბოლოებ აქგრეხილი თავსართი, რომელზე ჯვარია გამოსახული, მის გარშემო ასევე ჩასმულია ოთხი ჯვარი, ხოლო მეხუთე სარკმლის ზემოთ არის. სარკმლის თავსართი ტაძრის თანადროულია, ხოლო დანარჩენები კი მოგვიანებით არის ჩასმული. დასავლეთის ფასადიც ჯვრებითაა შემკული, მათგან ერთერთზე არის ასომთვარული წარწერა.
ტაძრის ჩრდილო აღმოსავლეთი დევს მონოლითი, რომელზეც აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადების მსგავსად ჯვარი გამოსახული, ხოლო მის ზედა არეში საკმაოდ დაზიანებული ასომთავრული წარწერაა. აღნიშნულ წარწერაში არის მოხსენიებული ვინმე „დავით კალატოზი“.
სამხრეთის მინაშენი მოგვიანებით არის მიშენებული, ამჟამად მისგან მხოლოდ კონტურია შემორჩენილი.
სამების ტაძარი ამჟამად საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და საჭიროებს მეტ ყურადღებას

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის