გოსტიბეს წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია


galerea



aRwera

გოსტიბეს წმიდა გიორგის ეკლესია მდებარეობს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბეს განაპირას, ძველ სასაფლაოზე. საავტომობილო გზიდან 30-იოდე მეტრში. სოფელი გოსტიბე ამ ეტაპზე ფაქტიურად დაცლილია. საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში სოფლისკენ მიმავალი გზა. სამშენებლო წარწერის თანახმად, ტაძარი აგებული უნდა იყოს 1014-1027 წლებში. იგი არქიტექტორულად დარბაზული ტიპისაა, მას ჩრდილოეთით და სამხრეთით მინაშენები აქვს, ჩრდილოეთით სამკვეთლო, ხოლო სამხრეთით ეგვტერი. ამჟამად ტაძარი ძალიან დაზიანებულია, ჩამონგრეულია დარბაზის კამარა, ინტერიერში გადარეცხილია ფრესკები. დაწყებულია ტაძრის რესტავრაცია, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო შეჩერებულია. ტაძარი ნაგებია, არათანაბარი რუხი ფერის ქვებით. ინტერიერის კონსტრუქციული ნაწილი კი კარგად გათლილი ქვებით. ტაძარი შიგნიდან შელესილი და მოხატული ყოფილა. ჩრდილოეთის სამკვეთლოში არის სარკოფაგი, რომელიც ამჟამად გახსნილია. ტაძრის აღმოსავლეთის ფასადის მხატვრული გაფორმებიდან სარკმლის სათაურზე გამოსახული სამი რელიეფური ჯვარი აღინიშნება. შედარებით მორთულია დასავლეთის ფასადი, ცენტრში ჩადგმულია შვიდსტრიქონიანი წარწერიანი ქვა, წარწერაში მოხსნიებულია ტაძრის აშენების თარიღი, ასევე მისი მაშენებელი ასად სანივაჯის ძე, მეფე გიორგი და მელქისედეკ კათალიკოსი, ასევე  სოფრონ ბედიელი მთვარეპისკოპოსი. ამ წარწერიანი ქვის გასწვრივ არის ჩასმული სათუთად გამოყვანილი ჯვრიანი ქვა, ოდნავ ქვევით მოზრდილ ქვაზე ასევე გამოკვეთილია ჯვარი. ტაძარი სასწრაფო ყურადღებას და დახმარებას ითხოვს. 

ინფორმაცია მოამზადა   ანზორ მჭედლიშვილმა

ფოტოები  -  ანზორ მჭედლიშვილის