სოფ. ჭარების ღვთისმშობლის ბაზილიკა
galerea
aRwera
სოფ. ჭარები მდებარეობს მდინარეების პატარა ლიახვისა და მეჯუდის წყალგამყოფი ქედის დასავლეთ კალთაზე, მდ. ჭარებულის (მეჯუდის აუზი) ზემოთში. ზღვის დონიდან 1200 მ, ქ. ცხინვალიდან 15 კმ. სოფელი ორ ნაწილად — ზემო და ქვემო ჭარებად იყოფა.
ჭარები მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერა სამეფოსა საქართველოში“ როგორც „ლაფაჩი“ (სოფელში ცხოვრობდა გვარი ლაფაჩი). 1921 წელს შედიოდა გორის მაზრის ტყვიავის რაიონის მერეთის თემში. 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში. სოფელი ძლიერ დააზიანა 1991 წლის მიწისძვრამ. 2008 წ. აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომამდე პატარა ლიახვის ხეობის სხვა სოფლებთან ერთად იყო საქართველოს ხელისუფლების კონტროლქვეშ. 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ხოლო სოფელს ფიზიკურად აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება ცარანუატ (Село Царануат).
სოფელში შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — XIII-XIV სს. ღვთისმშობლის დიდი სამნავიანი ბაზილიკის ნანგრევები. ფასადები შემოსილია კარგად გათლილი ღვინისფერი ქვის კვადრებით. შუა ნავი გვერდის ნავებზე მნიშვნელოვნად მაღალია. ინტერიერში სვეტების ორი წყვილია, რომლებზედაც ამოყვანილია კამარის საბჯენი თაღები. ჩრდილოეთ ნავის აღმოსავლეთ ნაწილში მომრგვალო სათავსია, რომელიც კარით უკავშირდება საკურთხეველს. საკურთხევლის აფსიდი შიგნით ნახევარწრიულია, გარედან — ხუთწახნაგა. შესასვლელი სამია — დას., სამხრ. და ჩრდ. მხრიდან. სამხრეთის კარის წინ სამ მხარეს თაღებით გახსნილი კარიბჭე იყო მიშენებული. ეკლესია გარედან შემოსილია სუფთა გათლილი მუქი წითელი ფერის ქვით. ფასადებზე შემორჩენილია მორთულობის ფრაგმენტები. ძეგლი უმძიმეს მდგომარეობაშია, ჩამოქცეულია შუა ნავის კამარა და აფსიდის ნაწილი.
მეფისაშვილი რ., ცინცაძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 384.
ინფორმაცია მოამზადა
დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ
დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ