დემირსუს ეკლესია (ინჯაოღლი)
galerea
aRwera
ქალაქ ბოლნისიდან რამდენიმე კილომეტრში, ადრეული ხანის ეკლესიის ნანგრევია ფოლადაურის მარცხენა შემდინარე რკინისწყლის (დემირ-სუ) სათავეებში. ხევის მარცხნივ დიდი ნასოფლარია, რომლის დასავლეთ ნაპირზე მოზრდილი, დარბაზული ტიპის, ერთნავიანი, სახურავჩაქცეული ეკლესია დგას. გვიანი გადაკეთების კვალი კედლების წყობას ეტყობა. მათ ქვაკუთხედებად სტელების ნატეხებია ჩატანებული აღმოსავლეთ მხარეს, კედლების ქვედა რიგები კარგად დამუშავებული მოყვითალო ქვებისაა. ასეთივე ქვები ბოლნური ჯვრებით კედლებში სხვადასხვა ადგილასაა ჩაშენებული და ნანგრევებშიაც ყრია. აფსიდა ნალისებურია, ხოლო მისი თაღი ორნამენტირებული ქვებითაა გადაყვანილი: თითოეულ ქვაზე ორხაზიანი რკალებია, რომლებიც ერთი მოტივის უსასრულო მწკრივს ქმნიან. კედლებში სწორად გაჭრილი, მაღალი სარკმლები გადაკეთებისას შეუვიწროვებიათ. შერჩენილიცა და ჩამოვარდნილი ლავგარდანის ქვები ამოჭრილი ნახევარწრეებითაა დამუშავებული. მთავარ ნავს მოგვიანო ხანის სამხრეთი და დასავლეთი მინაშენები აქვს. ეკლესიას ახლა „სურბ სარგისს“ უწოდებენ.
ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
გამოყენებული ლიტერატურა: ნარკვევები ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან,
დევი ბერძენიშვილი
ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის