ჯვარას (ყოფ. დუმანისის) მთავარანგელოზის ეკლესია
galerea
aRwera
ჯვარას (ყოფ. დუმანისის) "მთავარანგელოზი"-ს ეკლესია მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭივჭავის თემში, სოფლებს ჯვარასა და ლიპს შორის მომცრო ტყის კორომში. ეკლესია აგებულია XI ს-ში. ეკლესიის კამარა, კონქი და კედლების ზედა ნაწილი ჩაქცეულია. სამხრეთის მინაშენი მონგრეულია. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე ლაპიდარულ წარწერიანი ქვაა. შენობის სამხრეთ-დასავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით ქვის სტელებია. ეკლესიის ეზოშია საფლავის ქვა "ვერძი".
ძეგლის ფრიად სავალალო მდგომარეობის მიუხედავად ის მაინც ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. აღსანიშნავია ასევე რომ ძეგლს საფრთხეს ჟამთა სვლასთან, ნალექთან და სხვა უამრავ ნეგატიურ ფაქტორთან ერთად, უქმნის ირგვლივ არსებული ხე მცენარეებიც.