ყორანთას წმინდა გიორგის ეკლესია
galerea
aRwera
ყორანთას წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს ბოლნისის ჩრდილოეთით აღმართულ მთის წვერზე. ეკლესია ძველი ციხე-სიმაგრის შიდა სივრცეში მდებარეობს. ციხის გალავანი სხვადასხვა სიდიდის 13 ყრუ ბურჯითაა გამაგრებული. შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთიდანაა. წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზული ტიპისაა, სამხრეთის მინაშენით. ნაგებია უხეშად გათლილი სხვადასხვა ზომის ქვით. ინტერიერი შელესილია. ეკლესიის პერანგი თლილი ქვისაა. კარ-სარკმელი მოჩუქურთმებულია. ეკლესია და ციხე-გალავანი თარიღდება XIII-XIV სს-ის მიჯნით (გომელაური 1966ა: 262-264).
სახელწოდება „ყორანთას“ შესახებ გამოთქმულია მოსაზრება, რომ გორას ეწოდა ეს სახელი ფრინველ ყორნისაგან, იმ დროს, როცა მოსახლეობა თაყვანს სცემდა ცხოველებსა და ფრინველებს (მუსხელიშვილი 1977: 71, 72; ბერძენიშვილი 1990: 125, 518). ეკლესია მოქმედია.