თეჯისის წმ. კონსტანტინეს სახელობის ეკლესია


galerea



aRwera

სოფელ თეჯისის წმ. კონსტანტინეს ეკლესია და მენჰირი დგას სოფლის დასავლეთით 2.0 კმ დაცილებით მდებარე შემაღლებულ პლატოზე. თაყაიშვილის მოგზაურობის დროს ის ნახევრად დანგრეული ყოფილა. ეკლესია წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას, აშენებულია დამუშავებული ქვის კვადრებით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, იგი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან თაღოვანი. მოგვიანებით ეკლესიისათვის სამხრეთის მხრიდან გაუკეთებიათ მინაშენი, რომლის მხოლოდ კედლებია შემორჩენილი. ეკლესიას შემოვლებული აქვს გალავანი. გალავანს ორი შესასვლელი აქვს, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. ორივე შესასვლელი ქვის მონოლითითაა გადახურული. წმ. კონსტანტინეს ეკლესიაში დგას დიდი ზომის მენჰირი (სიმაღლე - 3.80 მ. ძირის გარშემოწერილობა 2.50 მ). მოგვიანებით მენჰირზე ჯვარი ამოუკვეთიათ. ნაგებობა იმდენად პატარაა, რომ მონოლითის შიგნით შეტანა შეუძლებელია, როგორც ჩანს, ეკლესია მენჰირს გარედან შემოაშენეს. მენჰირი ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება, ეკლესია კი გვიანი შუასაუკუნეებით თარიღდება.