სოფელ აზანთაშის ბერძნების ეკლესია
galerea
aRwera
სოფ. აზანთაში გერგემუშის მისასვლელთან ამაღლებულ ადგილას არის დაცული ეკლესია, რომელიც ცნობილია ბერძნების ეკლესიის სახელით . იგი ფორმით მოგრძოა. ნაშენია უბრალო ქვით და აგურით, გარედან შელესილია კირით. შესასვლელი დატანებული აქვს დასავლეთით. გადახურულია ცინკით. კედლებში დატანებული აქვს შვიდი ფანჯარა, ორი სამხრეთით, ორი ჩრდილოეთით და სამი აღმოსავლეთით. ეკლესიის საკურთხეველი შვერილია, შიგნით ამოყვანილია 3 დიდი ზომის თახჩა. იატაკი დაგებული აქვს უბრალო თლილი ქვისა.
ეკლესიის ეზოში არის უძველესი სასაფლაო, სადაც მრავლად მოიპოვება საფლავის ქვები ბერძნული წარწერებით.
ამჟამინდელი მდგომარეობა: ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.
წყარო: წარმოდგენილი ტექსტი და ფოტომასალა ეყრდნობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.