ბაბუშერას კოშკი
galerea
aRwera
სოფ. დრანდიდან 2 კმ-ის დაშორებით აეროდრომთან ახლოს მდებარეობს მრგვალი ფორმის კოშკის ნანგრევი, რომელსაც - ბაბუშერას კოშკს - ეძახიან. შემორჩენილია ძეგლის კედლები 3 მ-ის სიმაღლეზე. მისი დიდი ნაწილი მიწაშია ჩაფლული. კედლებს ეტყობა სათოფურები და თიხის მილები, სართულშუა გადახურვა ჩაქცეულია. ნაშენია კირქვით. მისი შიდა დიამეტრი 4 მეტრს აღზევს. კედლების სისქე 1.5 მეტრია.
ნაგებობამ ძლიერ დანგრეულმა მოაღწია ჩვენამდე. ჩამოქცეულია კედლები და გადახურვა.
ამჟამინდელი მდგომარეობა: ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.
წყარო: წარმოდგენილი ტექსტი და ფოტომასალა ეყრდნობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.