ბაღმარანის ეკლესია


galerea



aRwera

გუმბათიანი ეკლესია - ნაშენი დიდი და პატარა ზომის ნახევრად თლილი ქვებით ხსნარზე. კუთხეებში და კარ-ფანჯრებში, თეთრი თლილი ქვით ხოლო ცოკოლი შავი თლილი ქვით. ძეგლს აღმოსავლეთიდან აქვს აფსიდი სამმაგი შვერილით. დასავლეთით სამრეკლოა  - სამიარუსიანია.

რვა წახნაგიანი გუმბათი, დგას 4 მრგვალ სვეტზე. ძეგლი შიგნიდან შელესილია. ძეგლს აქვს რთული პროფილის თეთრი ქვის კარნიზი. ძეგლი გადახურულია თუნუქით. შესასვლელი აქვს 3 მხრიდან.  სამხრეთის შესასვლელი გაფორმებულია რელიეფური ჯვრით და ფანტასტიური ცხოველების გამოსახულებით. მასზევეა ბერძნული წარწერა, რომელიც ქვემოთ უზის ეკლესიის აგების თარიღი 1898 წ.

მდებარეობა: სოფ. ბაღმარანიდან 1 კმ-ში. მდინარე კელასურის მარცხენა ნაპირას.

 

ამჟამინდელი მდგომარეობა: ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.

წყარო:წარმოდგენილი ტექსტი და ფოტომასალა ეყრდნობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.