ბესლახუბის ეკლესია


galerea



aRwera

ადგილმდებარეობა: საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბესლახუბი.

აგების თარიღი: XIX საუკუნე

არქიტექტურული აღწერადარბაზული ტიპის ეკლესია, ნახევარწრიული შვერილი აფსიდით. ნაგები ფლეთილი, რიყის და თლილი ქვით. კარნიზი გაფორმებულია ნახევარწრიული კბილანებით. ცოკოლი ერთსაფეხურიანია, მომრგვალებული ზედა ნაწილით. გადახურულია ღარიანი კრამიტით. შელესილია თეთრად. დასავლეთი ფასადის ფრონტონზე მოთავსებულია რელიეფური ჯვარი, იქვე მხედრული წარწერით: “წმინდაი ესე ეკლესია განახლდა ბრძანებით და საფასით აფხაზეთის მთავრის მიხეილ გიორგისძის შერვაშიძისა და მეუღლესა მისისა ალექსან დადიანის ასულისად კომლისა”.

ამჟამინდელი მდგომარეობა: ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის  შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ეკლესიის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.

 

წყარო: წარმოდგენილი ტექსტი და ფოტომასალა ეყრდნობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.