ოქროს ციხე


galerea



aRwera

ოქროსციხე მდებარეობს ადიგენის მუნიციპალიტეტში, ახალციხე-ადიგენის გზის მარჯვენა მხარეს. იგი ერთერთი ყველაზე დიდებული ციხეა საქართველოში - აშენებულია მაღალ კლდეზეა და თავს დაჰყურებს ძალიან დიდ სივრცეს. შიდა ციხე ზედ კეხზე დგას, კედლები კი კალთებზე ეშვება. ისევე, როგორც აწყური, ესეც რთულ გეგმიანი და მრავალდონიანია. სქელი კედლები ტლანქად დამუშავებული. ნაშენია დიდი ლოდებითაა. კედლების სიმაღლე ზოგან 10 მ-მდე აღწევს.

ოქროსციხე სამცხის ათაბაგ ჯაყელთა ერთი უმთავრესი დასაყრდენთაგანი იყო. სლესის, წრიოხის, ოძრხის, ერემჭალის, აწყურის, ასპინძის, ხერთვისის და სხვა ციხეებთან ერთად, იგი ჰკრავდა სიმაგრეთა ჯაჭვს, რომელიც გარკვეული სისტემით იყო განლაგებული უმთავრეს გზებზე და უმთავრესი ცენტრების გარშემო. მისი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო XV-XVI საუკუნეებში, როდესაც საქართვლოს თურქები მოეძალნენ, ოქროსციხის ხსენება ხშირია ე. წ. მესხური დავითნის ქრონიკაში.