შოშილეთი / შორშილეთი


galerea



aRwera

შოშილეთი / შორშილეთი ამჟამად ნასოფლარია, მდებარეობს მდინარე ხრამის მარჯვენა, მაღალ ნაპირზე, თერთიწყაროს მუნიციპალიტის საზღვარზე. ნასოფლარ შორშილეთის ტერიტორიაზე მთის ფერდობზე დგას ეკლესია, რომლის ქვევით, ქვაბულში ჩრდილო -აღმოსავლეთით მოჩანს მდ. ხრამი და „ცხნარი აბანოს“ მიდამოები. ეკლესია დარბაზული ტიპისაა (7.7 მეტრი * 4.9 მეტრზე). შესასვლელი სამხრეთიდან აქვს; კარი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან თაღოვანი. ტაძრის საკურთხევლის, სარკმლის თავზე ჩასმულია ჯვრის რელიეფი. კამარა ჩანგრეულია. დარბაზი ამოვსებულია სამშენებლო მასალით და მიწით. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ადგილობრივი ჯიშის მოთეთრო -მოვარდისფრო კირქვა. ეკლესიის ირგვლივ ნასოფლარი და სასაფლაოა. XIX საუკუნის ბოლოს შოშილეთი მოინახულა თაყაიშვილმა და აღნიშნა, რომ ეკლესიისა და ნასოფლარის აღმოსავლეთით, მაღალ მთაზე მდებარეობს ჰამანის ციხე.

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ვასილ ჭიჭაღუასი