აილაგა აბიყუ


galerea



aRwera

ადგილმდებარეობა: საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გუდაუთას მუნიციპალიტეტი, სოფელი ბომბორა.

კომპლექსში შემავალი ნაგებობა: ეკლესია.

აგების თარიღი:  VIII-IX საუკუნეები.

არქიტექტურული აღწერა: გუდაუთიდან 10  კმ.  მანძილზე, ზღვის მიმართულებით  მდებარეობს ადრე შუა   საუკუნეების  ქართული ქრისტიანული  ტაძარი, რომელიც ცნობილია აილაგა-აბიყუს ადგილობრივი  სახელით. ტაძარი წარმოადგენს ერთდარბაზიან ნაგებობას, რომლის კედლები თითქმის მთლიანად, მთელ სიმაღლეზე არის შემონახული ხუთწახნაგოვანი აფსიდით.  ტაძრის  შიგნით ცუდად შენახულ შელესილობის  ფენაზე შეინიშნება ფრესკის ნაკვალევიც.  სამხრეთის შესავლელთან კედელზე ამოკვეთილია  ჯვრის გამოსახულება.  სამხრეთიდან  მიდგმული   აქვს წაგრძელებული ტიპის   დარბაზი,  ხოლო  აღმოსავლეთ  ნაწილში მოთავსებულია ნახევარწრიული ფორმის საკურთხეველი. აილაგა-აბიყუს  (აფხაზურად   “დახლართულ  კოშკს  ნიშნავს”) ეს სახელი მას მოგვიანებით უწოდეს. თავდაპირველი სახელწოდება ჩვენთვის უცნობია.

ამჟამინდელი მდგომარეობა: ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის  შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.

 

წყარო: წარმოდგენილი ტექსტი და ფოტომასალა ეყრდნობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.