ხოტევი
galerea
aRwera
ხოტევის მთავარანგელოზის ეკლესია მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. სოფელი ხოტევი თავად წულიკიძეთა სამფლობელო ყოფილა. სწორედ თავად მერაბ წულუკიძეს აუშენებია ხოტევის ეკლესია XVII-საუკუნის მეორე ნახევარში. თავდაპირველად ეკლესია უგუმბათო იყო. ნაგები იყო თლილი ქვით და შიგნიდან მთლიანად ყოფილა მოხატული. ფრესკების შესახებ მოკლე ინფორმაციას გვაწვდის მარი ბროსე, რომელმაც 1847 წელს აღწერა ხოტევის ეკლესია. მისი ცნობით ეკლესიაში ყოფილა მერაბ წულიკიძის, მისი მეუღლის მარეხის, დათუნა წულუკიძის და ლოლოიძის ქალის პორტრეტები. ფრესკები უფრო დეტალურად აქვს აღწერილი ექვთიმე თაყაიშვილს. მან 1919 წელს აღწერა ხოტევის ეკლესია. ექვთიმე ფრესკების შესახებ წერს: „ჩრდილოეთ კედელზე აღმოსავლეთით: წულიკიძე მერაბ, თანამეცხედრე მისი ჩიჯავაძის ქალი ანა. მოჩანს მხოლოდ ანას თავი, დანარჩენი გაფუჭებულია, ამავე კედელზე, დასავლეთის მხარეზე: ლოლაძის ქალი (ელენე) კარგად არ მოჩანს, არც მისი ქმრის ფრესკაა დაცული, სამხრეთის კედელზე, დასავლეთის მხარეზე; დათუა წულუკიძე. ფრესკაც სულ გაფუჭებულია, მხოლოდ თავის ნაწილი მოჩანს, დასავლეთის კედელზე: ერისთავის ქალი მარეხ. სახედა და ტანიც ცუდათ არის დაცული, შეჩდეგ, ამავე კეთელზე, შემორჩენილია წარწერა : მერაბის, თანამეცხედრე, მისი ძე გიორგი, თანამეცხედრე მისი ჩიქოვანის ქალი ნესტან დარეჯან“. გიორგის სახე მოშლილია, ნესტან დარეჯანის სახე სანახევროდ არის დაცული საკურთხევლის ჩრდილო ნახევარსვეტზე დაცულია ნიკოლოზ დონაძეს”
ეკლესია 1924 წელს დაუნგრევიათ ანტირელიგიური პროპაგანდის დროს. ცალკეულ ქვებს მხატვრობის კვალი კარგად ეტყობოდა 1925 წელს, როდესაც ისინი გიორგი ბოჭორიძემ ნახა. ეკლესიას ჰქონია წარწერები, რომლებიც მცირეოდენი განსხვავებული წაკითხვით გამოცემული აქვს მარი ბროსეს, ექთიმე თაყაიშვილს და გიორგი ბოჭორიძეს. გიორგი ბოჭორიძეს წარწერიანი ქვები საგანგებო ოქმით ჩაუბარებია ადგილობრივი ხელისუფლებისათვის დასაცავად. თუმცა 1930 წელს გიორგი ბოჭორიძეს აღარცერთი დახვედრია, ის ქვები სკოლის მშენებლობისათვის გამოუყენებიათ, როგორც გიორგი ბოჭორიძე წერს, ამ ქვებიდან მხოლოდ ერთი ქვა ჩანს წარწერით დანარჩენები კი შებრუნებულია.
წარწერები საინტერესოა ისტორიული თვალსაზრისით. მათი შინაარსი ძირითადად ტაძრის მაშენებლების და პერიოდიკის შესახებ მოგვითხობს.