ხობის მონასტერი


galerea



aRwera

ხობის მონასტერი (ნოჯიხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. დედათა მონასტერი) მდებარეობს — ხობის მუნიციპალიტეტში,სოფელ ნოჯიხევის ტერიტორიაზე, ხობის ცენტრიდან 4 კმ.

კომპლექსში შედის: ტაძარი, სასახლე, სამრეკლო და გალავანი, აგრეთვე დამხმარე ნაგებობათა ნაშთები. გალავანი XX საუკუნის 70-იან წლებშია აღდგენილი, გუმბათიანი სამრეკლო კი ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში, ნაგებია ქვისგან, აქვს შვიდი სარკმელი. სამრეკლო ადრე მოხატული ყოფილა. კომპლექსის მთავარი ნაგებობაა დარბაზული ტიპის ტაძარი, რომელსაც აქვს გვიანდელი მინაშენები: XIV საუკუნის დამლევის ეგვტერი, აგრეთვე სამხრეთიდან და დასავლეთით შემორტყმული დერეფნები.

ხობის ტაძრის შენობა ქართულ არქიტექტურაში გავრცელებულ რომელსამე ტიპს არ მიეკუთვნება: ეს უგუმბათო შენობაა, რომლის შიგნით კამარები ჯვაროვან სივრცეს, გარეთ კი მათი სახურავები ჯვაროვან მოცულობას ქმნიან. ჩრდილო-დასავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის კუთხეები თავდაპირველად ცალკე ეკვდერებად იყო გამოყოფილი, უფრო გვიან კედლები გამოიღეს და ეკვდერები მთავარ სივრცეს დაუკავშირეს. დასავლეთისა და სამხრეთის ფასადებს მთელ სიგრძეზე მიჰყვება ღია გალერეა, რომელიც სამხრეთ ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში დახურული ეკვდერით მთავრდება. გალერეა მთლიანად ერთდროული არ არის. ტაძრის ფასადები უხვადაა მოჩუქურთმებული.

ძალზედ საინტერესოა ხობის მონასტრის აგების ისტორია და პერიოდიკა, აქ დაცული იყო ქრისტიანული სიწმინდეები – ღვთისმშობლის პერანგი, წმ. მარინესა და წმ. კვირიკეს ნაწილები – და ცხადია, რომ ეს იყო მიზეზი ხობის ტაძრის დიდი პოპულარობისთვის. იმდროინდელ მოგზაურთაგან არც ერთს არ აუვლია გვერდი ხობისა და მისი რელიქვიებისათვის.

ხობის მონასტრის შესახებ ინფორმაციები გვხდება ცნობილი მოგზაურების, მკვლევარების თუ ელჩების ჩანაწერებში. XVII ს-ის ნახევარში ათონელმა ბერებმა აბესალომ და იოსაფმა ლევან დადიანის სამფლობელოში იმოგზაურეს, ადგილობრივ მკვიდრთაგან, როგორც ჩანს, უკვე აღარავინ იცოდა ხობის აშენების ნამდვილი თარიღი. ხობის მონასტერი ძალიან ძველად მიაჩნდათ და მოსკოველ ელჩებს ტოლოჩანოვსა და იეელევს, რომლებიც ათონელი ბერების მოთხრობას გადმოგვცემენ, აღუნიშნავთ კიდეც - ხობის აგებას ბერძენთა კეისარს ჰერაკლეს მიაწერენო. ეს აზრი შემდეგ აღარავის არ გაუმეორებია. ვახუშტის საერთოდ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა ხობის შესახებ.

ძეგლის ძირითადი ნაწილის თარიღისთვის არც დიუბუა ამბობს არაფერს, მას მხოლოდ აღნიშნული აქვს, ვამეყის ექვტერის ფრაგმენტთა ნაწილი „საქართველოს მეფეთა ბრწყინვალე ეპოქას – X-XI საუკუნეებს“ მიეკუთვნებაო. საფიქრებელია, რომ თვით ტაძარიც მას ამ ეპოქის ძეგლად მიაჩნდა, ამგვარივე დათარიღება გვხვდება, მეტ-ნაკლები ვარიაციებით, სხვა ავტორებთანაც: კონდაკოვი XI ს-ეს ასახელებს. ექვთიმე თაყაიშვილის აზრით „გეგმა ტაძრისა, ჩუქურთმა და სტილი შენობისა უჩვეჩებს, რომ თავი მონასტერი უნდა იყოს აგებული არა უგვიანეს X-XI საუკუნისა“, სხვები დავით აღმაშენებლის ეპოქას არჩევენ (მღვდ, მონაზ. კალისტრატე) და რა თქმა უნდა, ამ შესაძლებელ „მაშენებელთა“ შორის არც თამარია გამოტოვებული. ამგვარად, თუმცა სრული შეთანხმება ტაძრის მშენებლობის შესახებ არ არის, მაგრამ საქართველოს ძლიერების ეპოქის ფარგლებს მაინც არც ერთი ავტორი არ სცდება. ეს ფაქტი თვით ძეგლის მხატვრული, თუ ისტორიული ღირებულების თავისებურ შეფასებისას ჩანს.

ხობის ტაძარს სამშენებლო წარწერა არა აქვს (ან არ შერჩენია) და ამიტომ აღნიშნული აზრთა სხვადასხვაობა სავსებით გასაგებია, მაგრამ ძალზედ საინტერესოა ტაძარში არსებული ფრესკები, რომლებიც ისტორიულ პირთა პორტრეტებსაც შეიცავს.

ხობის პორტრეტთაგან განსაკუთრებულ ყურადღებას, ყოველთვის ის ჯგუფი იპყრობდა ხოლმე, რომელიც სამხრეთის კედლის დასავლეთ მონაკვეთშია მოქცეული, მათზე შემდეგი ასომთავრული წარწერებია:

„ერისთავთ ერისთავი შერგირ დადიანი“; „დიოფალთ დიოფალი ნათელ“  „ძე მათი ცოტნე“, „ა[სუ]ლი ამათი თამარ"

ამ პიროვნებებიდან მთავარი ხელმოსაჭიდი, ცხადია, ყველასთვის ცოტნე იყო, რადგანაც მოხსენიებულ სახელთაგან ეს ერთადერთია, რომელიც ისტორიულ წყაროებშიც გვხვდება.  ყველასთვის კარგადაა ცნობილი: კოხტასთავის შეთქმულება, რომელიც დაახლოებით რუსუდანის გარდაცვალების წლით თარიღდება – ე. ი. XIII ს-ის პირველი ნახევრის მიწურულს ხდება. უგამონაკლისოდ ყველა ავტორი, ვისაც კი ხობის ფრესკების ისტორიულ პერსონაჟთა იდენტიფიკაცია უცდია, გულისხმობს, რომ შერგილის (=შერგირის) ძე ცოტნე ხობის ფრესკისა - სწორედ კოხტასთავის შეთქმულების გმირია და ამგვარად, შერგილის ცხოვრების დრო და ფრესკის შესრულების თარიღიც XIII ს-ის პირველი ნახევრის ფარგლებში ექცევა.

ტაძრის მოპირდაპირე კედელზე - ჩრდილოეთით, განივი „მკლავის“ ფარგლებში – ისტორიულ პირთა მეორე ჯგუფია წარმოდგენილი: ცნობილი ლევან II დადიანი მეუღლითა და ვაჟით - და მათ გეერდით, ეკლესიის მოდელით ხელში: „ამ საყდრისა აღმაშენებელი, ერისთავთ ერისთავი და მანდატართ უხუცესი დადიანი გიორგი, შეუნდოს ღმერთმან, ამინ“. პირველი აზრი, რომელიც აქ ბუნებრივად შეიძლება დაგვებადოს, ის არის, რომ ეს გიორგი – ლევანის ბიძაა, აგრეთვე კარგად ცნობილი მის თანამედროვე წყაროებიდან, მით უფრო, რომ ორივე ფიგურის შესრულების მანერა სავსებით ერთნაირია, მაგრამ ეს აზრი, როგორც, თავის დროზე სამართლიანად აღნიშნა ექვთიმე თაყაიშვილმა უკუსაგდებია, ამგვარი ტიტულატურა – მანდატურთუხუცესი  და ერისთავთ-ერისთავი – XVII საუკუნისათვის სრულიად შეუფერებელია. თანაც, ეს გიორგი ლიპარტიანად იწოდებოდა და ყველა დოკუმენტში ამგვარად იხსენიება: სწორედ ასე – „ლიპარტიანი ბატონი გიორგი“ - აწერია მის პორტრეტს, რომელიც წალენჯიხის ერთ-ერთ ექვტერშია მოთავსებული. ეს, თავისთავადაც სავსებით საკმარისი საბუთიც რომ არ იყოს, ლევანისა და გიორგის პირადი ურთიერთობის ხასიათიც ძალიან საეჭვოს გახდიდა მათ ამგვარ მეზობლობას; ძნელი წარმოსადგენია, რომ ლევანს დაეხატვინებინა თავისი გადამტერებული ბიძა, რომელსაც მან მეუღლე ნესტან-დარეჯანი წაართვა, მით უფრო, დაეხატვინებინა აქ – საკუთარი თავისა და სწორედ ამ ნესტან-დარეჯანის გვერდით.

ამგვარად, უეჭველია, რომ შესაფერი გიორგი სადღაც უფრო ადრე უნდა ვეძიოთ. შემაფერხებელი აქ, ერთი შეხედვით ისაა, რომ გიორგის ფიგურას და წარწერასაც XVII საუკუნის მხატვრის ხელი აჩნია, მაგრამ ეს არაა ძნელი ასახსნელი. ჯერ კიდევ ექვთიმე თაყაიშვილს ჰქონდა გამოთქმული მოსაზრება, რომ ეს წარწერა გადაწერილია XVII საუკუნეში. იგივე შეიძლება ითქვას თვით ფიგურის შესახებაც, ფიგურა უეჭველად განახლებულია, უფრო სწორად, მეორედ დახატული ძველ, უკვე გადაცრეცილ, კონტურზე სწორედ იმ დროს, როდესაც იქვე(სხვა ძველი ფიგურების ნაცვლად) ლევანსა და ნესტან-დარეჯანს ხატავდნენ.

უფრო რთული გასარკვევია მეორე საკითხი: ვინ არის ეს გიორგი და როდის ცხოვრობდა იგი? მარი ბროსე ცოტა არ იყოს გაუბედავად ამბობს: ფიქრობენ, რომ ეს ვამეყის მამააო. ამავე აზრს იმეორებს, აგრეთვე არც მაინცადამაინც კატეგორიულად, ექვთიმე თაყაიშვილიც. ე. ი. ორივე ავტორი გიორგის XIV საუკუნის ნახევრის პირად სთვლის, თუმცა ამის დამტკიცების საშუალება მათ არა აქვთ, ასეთი დასკვნა კი თავისთავად იწვეეს თაყაიშვილის შემდეგ მოსაზრებას: „ეს დადიანი პირველი მაშენებელი არ არის ხობის ეკლესიისა და ეს შეუძლებელიც არის, ვინაითგან, როგორც დავინახეთ, ხობში დაცულია XII საუკუნის ფრესკა შერგილ დადიანისა, გიორგი II-ს უნდა მიეწეროს, ჩვენის აზრით, იმ ღია სტოის მიშენება, რომელიც უვლის ხობის ეკლესიას სამხრეთით და დასავლეთითო“.

რა თქმა უნდა, თავისთავად, ზემოჩამოთვლილ დებულებებში შეუძლებელი არაფერი არ არის, მაგრამ საქმე ისაა, რომ ფაქტიურად არცერთ მათგანს არ გააჩნია მტკიცე საფუძველი.

უპირველეს ყოვლისა, ძნელია ასე იოლად შეიძლებოდეს გიორგი დადიანის საკითხის გადაწყვეტა და მისი გამოცხადება მხოლოდ ტაძრის გალერიის მაშენებლად. როგორც აღინიშნა, იგი სწორედ იმ ადგილსაა გამოხატული, სადაც ტრადიციულად ათავსებდნენ ქტიტორთა ფიგურებს. მას ხელთ ტაძრის მოდელი უპყრია და ესეც ქტიტორის ჩვეულებრივი და ცნობილი ატრიბუტია. დასასრულს ხომ პირდაპირ აწერია - ამ საყდრის აღმაშენებელიო. რა საბუთი გვაქვს ამ აშკარა მონაცემთა საწინააღმდეგოდ? როგორც დავინახეთ, მხოლოდ ერთი -– XIII ს-ის I ნახევრისათვის მიკუთვნებული ფრესკების არსებობა იმავე ტაძარში. მაგრამ აქ უნდა გავიხსენოთ, რომ თვით ეს დათარიღება არაფრით არ არის დასაბუთებული: სრულებით არაა უეჭველი და აუცილებელი, რომ ფრესკის ცოტნე და მატიანეთა ცოტნე ერთი და იგივე პირი იყოს.

წყაროებს არ შემოუნახავთ კოხტასთაველი გმირის მშობელთა სახელები. ხოლო სახელი ცოტნე აშკარად საგვარეულოა და მისი განმეორებაც სავსებით მოსალოდნელი, მაშასადამე, დაუმტკიცებლად მიღებულ აზრს - შერგილის ფრესკა XIII ს-ის I ნახევრისა არისო – შესაძლოა ეჭვის თვალით შევხედოთ და დავუშვათ, რომ ხობის პორტრეტები სხვა ცოტნესა და მის მშობლებს გამოხატავენ.

როგორც ვთქვით, დაუმტკიცებელია, უფრო მეტიც, არ არის სწორი ისიც, თითქოს გიორგი დადიანი ვამეყის მამაა და XIV საუკუნის შუა წლების პერსონაჟი. ფაქტიურად, საბუთი აქ მხოლოდ ის იყო რომ ვამეყის მამაც ერისთავთ-ერისთვის წოდებას ატარებდა, მაგრამ იმისთვის კი აღარ მიუქცევიათ ყურადღება, რომ მანდატურთუხუცესად იგი არსად არ იხსენიება, თვით ხობის ვამეყისეულ წარწერაშიაც კი, რომელიც გიორგის გარდაცვალების შემდეგაა ამოკვეთილი. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა მაინც ჯუმათის მთავარანგელოზის ხატის წარწერა, სადაც ეს გიორგი ისევ მხოლოდ ერისთავთ-ერისთვად იწოდება, მისი ძე ვამეყი კი – მამის სიცოცხლეშივე – მანდატურთუხუცესად.

მაშ ვინღა არიან ხობის ფრესკების გიორგი, შერგილ და ცოტნე დადიანები და რა კავშირი აქვთ მათ ერთმანეთთან? ამის გასარკვევად ჩეენთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება წალენჯიხის ტაძრის ჯვარცმის ხატს რომელსაც აკად. გ. ჩუბინაშვილმა მიაქცია ყურადღება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის 1944 წლის მაისის სესიაზე, აკად. წ, სევეროვის მოხსენების გამო გამართულ კამათში.

ამ ხატის ზურგზე შემდეგი ასომთავრული წარწერაა:

„ქ. რომელი ჴსნისათვის ჩუენისა კაც იქმენ და ჯუარცმაი და სიკვდილი დაითმინე, რაი შევწიროთ ღირსი წყალობათა შენთა? არამედ სურვილით ვამკობთ ჯუარსა შენსა, მაცხოვარო წალენჯიხისაო, მონდობილნი შენნი: მანდატურთ უხუცესი დადიანი ბედანი და მე ძე მათი, მეორედ მამკობი დადიანი გიორგი, და მე დადიანი შერგილ და მეუღლე ჩემი ნათელ, მესამედ მამკობნი ხატისა თქუენისა, დაგჳცვენ სულით და ყოველთ სავნებელთაგან ძეებითურთ“.

ამგვარად, ამ წარწერაში ერთად გვხვდება ის სახელები, რომლებიც ხობის ფრესკებშია შემონახული და რომლებიც აქამდე სრულებით ვერ უკავშირდებოდა ერთმანეთს, რომ ამ წარწერისა და ხობის შერგილი ერთიდაიგივე პიროვნებაა, ეს უეჭველია - ამას მისი მეუღლის სახელი ამტკიცებს: ნათელ, ხერგილი და ნათელ თანამედროვენი და იქნებ უმცროსი თანამედროვენიც არიან გიორგი ბედანის ძისა, თუმცა ეს უკანასკნელი მეორედ მამკობია ხატისა, ისინი კი – მესამედ მამკობნი. ამას ფრაზის კონსტრუქცია მოწმობს. „ვამკობთ ჯუარსა შენსა... მე... დადიანი გიორგი და მე დადიანი შერგილი. აქედან დასკვნა: ბედანი –პირველი თაობის წარმომადგენელია, გიორგი, შერგილ და ნათელ -– მეორისა, ხოლო ამათი შვილი ცოტნე– უკვე მესამეს ეკუთვნის, ჩვენ ვიცით, როდის ცხოვრობდა ბედანი (მისი სახელი შემოუნახავს მატიანეს, იგი სხვა ხატის წარწერაშიაც გვხვდება): როცა დავით ულუ, მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყების დამარცხების შემდეგ, იმერეთში გადაიხვეწა, როგორც ცნობილია, მისა და დავით ნარინის მომხრეებს შორის განხეთქილება მოხდა; ლაშას ძის მომხრეებს მისი დასმა სურდათ მეფედ, ზოგიერთი ლიხთიმერელიც მიმხრობია მათ, მაგრამ დავით ნარინის ბედი, ჟამთააღმწერლის სიტყვით, ბედან დადიანს გაღაუწყვეტია: „დადიანი ბედანი ჯუანშერის ძე ღაღგა ერთგულებასა ზედა რუსუდანის ძისათა, რამეთუ იყო ესე ბედანი კაცი წარმატებული ყოველთა ზნითა, უხვი უმეტეს ყოველთა კაცთა სრული გონიერებითო“.

შემდეგ: ხობის ღეთისმშობლის ხატის ზურგზე, მოთავსებულია „ორი ასომთავრული წარწერა... ერთგვარის ხელით“: „... წმიდაო ღვთისმშობელო ადიდე შენ მიერითა დიდებითა... მეფეთა მეფე დავით, ძე რუსუდანისი", და ქვემოთ მეორე, რომელშიაც ღვთისმშობელს მფარეელობას სთხოვენ „მამკობი ხატისა ერისთავთერისთავი და მანდატურთუხუცესი ბედან დადიანი და დიოფალ-დიოფალი ხუშავაქი“. ამგვარად ბედან დადიანი თანამოღვაწე და თანამედროვეა დავით ნარინისა, XIII ს-ის მეორე ნახევრის პირია სრულიად უეჭველია, რომ შერგილი, ე. ი. შემდეგი თაობის წარმომადგენელი, არ შეიძლება უფრო ადრინდელ პერიოდში მოვაქციოთ. იგი აგრეთვე მოღვაწეობდა არა უადრეს XIII ს-ის მეორე ნახევრისა, ან დასასრულისა, ხოლო მის ვაჟს ცოტნეს უკვე XIV ს-ის პირველ ნახევარშიაც მივყავართ. ცხადია, რომ აქ ჩვენ კოხტასთაველ გმირთან არა გვაქვს საქმე და მაშასადამე, ხობის პორტრეტების ჯგუფიც. რომელიც ”შერგილსა და მის ოჯახს გამოხატავს, არ შეიძლება XIII-XIV ს-თა მიჯნაზე ადრინდელი იყოს.

ახლა გიორგი ბედანის ძის შესახებ: ჩვენ სრული უფლება გვაქვს ვიფიქროთ, რომ ხობის მაშენებელი სწორედ ის არის: იგი ხატზე შერგილთან ერთად იხსენიება, მას ემეზობლება ისევე, როგორც ხობის ტაძარშია მის მეზობლად დახატული. მამამისი სწორედ ერისთავთერისთავი ღა მანდატურთუსი იყო და შვილს, ცხადია, შეეძლო მემკვიდრეობით მიეღო ეს წოდება. და ფრესკის გიორგისაც ხომ, როგორც დავინახეთ, სწორედ ასეთი ტიტულატურა აქვს.

ამგვარად, ხობის ტაძარში ამ ორი პირის პორტრეტთა თანაარსებობას სავსებით ბუნებრივი ახსნა უჩნდება: იმის ნაცვლად, რომ გიორგი სადღაც გვიან ვეძიოთ და ძალდატანებითი ჰიპოთეზები შევქმნათ, ჩეენ ვხედავთ, რომ იგი შერგილის თანამედროვეა და მასთან ერთად, ერთი მაშენებელთაგანი ტაძრისა, მთავარი ქტიტორი მაინც ეს გიორგი ყოფილა –- ამას პირდაპირ მიგვითითებს მისი პორტრეტის ადგილიცა და წარწერაც, რომელსაც, როგორც დავინახეთ, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვერწმუნოთ. შერგილს, რომელიც უეჭველად ახლო ნათესავი იყო გიორგისა, მხოლოდ საოჯახო კაპელა აუშენებია თავისთვის და იქვე გამოუხატვინებია საკუთარი თავი ცოლ-შვილთან ერთად ეს დასკვნა, ცხადია, სულ ადვილი გამოსატანია,

ზემოთ ჩვენ, ბედანის დახმარებით, შერგილისა და გიორგის ცხოვრების დრო გავარკვიეთ. თარიღების გამოთვლა მეორე გზითაც შეგვიძლია და შედეგი იგივე გამოდის: ხობის მაცხოვრის ხატის წარწერის მიხედვით ჩვენ ვიცით. რომ ბედანის ცოლი და გიორგის დედა –– „ბეგაისა ქართლის ერისთავისა ასული ხუაშაქი“ იყო, ეს ბეგა სურამელი, ძე გრიგოლისა, აგრეთვე ცნობილი პირია და ჟამთააღმწერელთან ისიც გვხვდება: როცა დავით ნარინი 1242/3 წ. ბათო და მანგუ ყაენებთან გაგზავნეს მეფობის დასამტკიცებლად, მას „წარყვეს ცოტანი ვინმე თანშეზრდილნი“ და მათ შორის „ქართლის ერისთჳს გრიგოლის სურამელის შჳლი ბეგა“. რაკი ბეგა დავით ნარინის „თანშეზრდილი“ იყო, უნდა წარმოვიდგინოთ, რომ იგი დაახლოებით მისი ტოლიც იქნებოდა, ე. ი. 1225 წლის ახლო ხანებში უნდა დაბადებულიყო (ამ ხანებში დაიბადა დავით ნარინი) ამისდამიხედვით, მისი შვილიშვილი - გიორგი დადიანი, ძე ბედანისა და ხუაშაქ ბეგას ასულისა – შეიძლებოდა დაბადებულიყო 1270-იან წლებში. ამგვარად, სურათი ნათელია: შერგილ დადიანი, რომელსაც ჰყავდა ცოლი ნათელ და ძე ცოტნე, და გიორგი ბედანის ძე, რომელიც ჩვენ ხობის ფრესკის გიორგიდ მიგვაჩნია, XIII ს-ის უკანასკნელ მესამედში დაუეჭველია, XIV ს-ის დასაწყისშიაც ცხოვრობდნენ. თუ ვახუშტის მიერ მითითებული თარიღი სწორია, მაშინ გიორგი დადიანი –- 1323 წელს გარდაცვლილა, ხოლო რაკი ფრესკის გიორგი „ამ საყდრისს აღმაშენებელის“, ხობის ტაძრის აგების თარიღიც ამავე ხანაში – XIII-XIV ს-თა მიჯნაზე –- ექცევა.

ამგვარია ჩვენ ხელთ არსებულ ისტორიულ წყაროთა მონაცემები და ამ მონაცემებს ჩვენ მით უფრო შეგვიძლია ვენდოთ, რომ თვით ძეგლის ხუროთმოძღვრების ანალიზი –- ე, ი. ის, რაც ჩვენთვის გადამწყვეტია –- სავსებით ეთანხმება, უფრო სწორად, თვითონვე მიგვითითებს ამგვარ დასკვნას. სათანადო თავში გარკვეულ იქნება ისიც რომ შერგილის ფრესკებიც სტილისტიკურად ამ ეპოქას მიეკუთვნება. მაგრამ ერთი შენიშვნა მაინც საჭიროა: თუმცა ჩვენ გიორგი ბედანის ძე ტაძრის მშენებლად მიგვაჩნია, არ არის აუცილებელი, რომ იგი ამ შენობის დამწყებად მივიჩნიოთ: ერისთავთერისთავს ვერავინ ვერ დაუშლიდღა თავისითავი საყდრის მოდელით დაეხატვინებინა და თავისთვის „საყდრის აღმაშენებელი“ ეწოდებინა იმ შემთხვევაშიაც კი, თუ მან მხოლოდ დაასრულა თავისი წინამოადგილის მიერ დაწყებული მშენებლობა. თუ გიორგის როლი მართლაც ამგვარი იყო, ტაძრის დაწყების, მისი ხუროთმოძღვრული შთანაფიქრის ჩასახვის თარიღი მცირედით გადაიწევდა უკან XIII ს-ის ბოლო ათეული წლებისკენ.

ხობის ტაძრის მშენებლობის შემდგომი ეტაპი, როგორც ძეგლის აღწერის დროს აღვნიშნეთ, დასავლეთის კარიბჭისა და შემდეგ, გალერიის აგებაა იმავე ფასადის მთელი სიგრძის გაყოლებით, კარიბჭის მარჯვნივ და მარცხნივ.

საღებავებით შესრულებული წარწერა ამ გალერიის კარნიზზე, რომელიც, ალბათ, სამშენებლო ხასიათისა იყო, სამწუხაროდ, მთლიანად ღაღუპულია. მარჯვენა კუთხეში ძლივს გაირჩევა რამდენიმე ასო, მაგრამ რაიმე აზრის გამოტანა არ ხერხდება (ამ ნარჩენთა მიხედვით, წარწერა ორსტრიქონიანი უნდა ყოფილიყო).

სამხრეთის გალერიისა და ექვტერის აგების ამბავი მოთხრობილია გრძელ წარწერაში, რომელიც ექვტერის შესასვლელის ზემოთ, საგანგებოდ გათლილ დიდ ქვაზეა ამოკვეთილი. ეს ასომთავრული წარწერა, რომლის ფრანგული თარგმანიც პირველად დიუბუამ გამოაქვეყნა თავისი მოგზაურობის I წიგნში ხოლო ორიგინალური ტექსტი, დიუბუასვე გადმონაწერის მიხედვით, ყველაზე უკეთესად. ექვთ. თაყაიშვილმა გამოსცა.

წარწერა ცხრა სტრიქონიანია, რიგიანად დაცული და თავიდან ბოლომდე ნათლად იკითხება:

სახელითა ღმრთისაჲთა, ერისთავთ ერისთავმან და მანდატურთ

 

ხუცესმას დადიანმან ვამეყ, მამისა მათისა [პატ]რ

ონისა ერისთავთერისთვისა დადიანისა გიორგისა შედეგად მიუჴდა

ჯიქეთ.

ურწმუნოებისა და ორგოჳლობისათვს, რათამცა მოემსახოჳრა და სძლო [და] შ

ეოჳრაცხ და უჴმარ იქმნა მათი სიმაგრენი, გაგარი და უღაღნი, ყ

ოველნივე ძალითა მოირჭოჳნა, მრავალთა ჯიქეთისა პატრონთაგან მიუ ·

ვალი მოარბივნა, რაოდენნი მოეწყო, მათი მძევალი წამოასხნა

და სხვანი აოტნა, და მაშინ მოიღო სვეტნი და ფიქალნი ესენი მარმ

 (ა) რილოსანი და მამა დედათა ლარნაკი და მისი და მარეხ გააერთ

საუკუნომც არს ჴსენება მათი“.

 

ეს ტექსტი. რომელიც ენობრივად მაინცადამაინც გამართული ვერ არის, როგორც ვხედავთ, ბევრ საინტერესო ცნობას შეიცავს არა მარტო მშენებლობისათვის, არამედ ისტორიული თვალსაზრისითაც. ვამეყის ამ ლაშქრობის შესახებ, მაგალითად, არც ერთ სხვა წყაროს არ შემოუნახავს არავითარი მითითება. წარწერა საინტერესოა თვით ამომკვეთის პიროვნების წარმოსადგენადაც: ვამეყი უთუოდ ერთი ყველაზე მძლავრი და ენერგიულთაგანია სამეგრელოს მთავართაგან, იგი არა მარტო ძლევამოსილი მოლაშქრეა; დამახასიათებელია(და არა შემთხვევითი), რომ მას ამოდენა მანძილზე მოაქვს მარმარილოს „სვეტნი და ფიქალნი“ საგანგებოდ ექვტერის ასაშენებლად: ჩვენ ვიცით, რომ სამეგრელოს მეორე ეკლესიის (წალენჯიხის) მოსახატავად იგი არ დაერიდა ოსტატის ჩამოყვანას თვით ბიზანტიის დედაქალაქიდანაც კი.

ვამეყის მთავრობის წლები ცნობილია და. ამგვარად, ამ წარწერისა და ეგვტერის აგების თარიღიც ადვილად ირკვევა: ვამეყი „დაჯდა დადიანად“ 1384 წელს, მამის გიორგის გარდაცვალების შემდეგ, ხოლო გარდაიცვალა 1396 წელს, ვამეყი იხსენიება ჯუმათის მთავარანგელოზის ხატის წარწერაში, წალენჯიხის ფრესკების წარწერებშიც; ვამეყი და მისი მეუღლე მარეხი სინას მთის ერთი ხელნაწერის აღაპებშიაც გვხვდებიან.

როგორც თვით ძეგლის დაკვირვება, ისე წარწერაც მოწმობს, რომ ვამეყს მთლიანად უნდა მიეკუთვნოს სამხრეთის მთელი მინაშენი –– გალერიაც და დახურული ექვტერიც: თუ მარმარილოს სვეტები ამ ექვტერშია გამოყენებული, „ფიქალნი“ გალერიის კედლებში ჩაურთავთ, რამდენიმე ცალი კი ეკლესიის შიგნითაც გამოუყენებიათ - საკურთხევლის იატაკში და ტრაპეზზე. წარწერის უკანასკნელი სტრიქონის თანახმად, დახურული ეგვტერი ვამეყს თავისი მშობლებისა და დის დასაკრძალავად მიუშენებია ტაძრისათვის. ასე ესმის ტექსტის ეს, ცოტა არ იყოს ბუნდოვანი ადგილი ყველა ავტორს (ბროსე, თაყაიშვილი). ცხადი უნდა იყოს ისიც, რომ „მამა-დედანი“ და მარეხი ჯერ სხვაგან ყოფილან დაკრძალულნი და მხოლოდ ამ კაპელის აგების შემდეგ მოხდა მათი „გაერთიანება“. ბუნებრივი და გასაგებია, რომ ვამეყს სურდა თავისი საკუთარი, საოჯახო საძვალე-სამლოცველო ჰქონოდა სწორედ ამ ტაძარში, რომლის შექმნაც მისი არც ისე შორეული წინაპრების სახელთან იყო დაკავშირებული და რომელშიაც თავიდანვე არსებობდა ასეთი საგანგებო საძვალეები ცალკეულ ოჯახთათვის. რა თქმა უნდა, ხობის ეგვტერში არა მარტო ვამეყის მშობლები და და არიან დაკრძალულნი, არამედ თვით ვამეყიც. ის პორტრეტები, რომლებიც ჩრდილოეთის კედელზე აფსიდის წინ იყო მოთავსებული, შესაძლებელია ვამეყისა და მისი მეუღლისა ყოფილიყო. მამაკაცს წარწერა არ შერჩენია, ქალის თავთან კი გაირჩეოდა: თ ... ფ ... მარ: შეუნდვნეს ღმერთმან“.

XIV საუკუნის მიწურულიდან XVII ს-მდე ხობის ტაძრის ბედი ჩვენთვის თითქმის სრულებით უცნობია. იგი ალბათ ნაწილობრივ მაინც იყო დაზიანებული. ყოველ შემთხვევაში, მისი ხელმეორედ მოხატვა საჭიროდ უცვნიათ და ძირითადი ნაწილი მოუხატავთ კიდეც.

ლევან დადიანი, ისევე, როგორც ოდესღაც ვამეყი, ზრუნვას არ აკლებდა ხობის ტაძარს: ეს, როგორც ჩანს, უკვე ტრადიციად იქცა სამეგრელოს მთავართათვის, ლევანი კი, საერთოდაც გულმოდგინე მამკობი იყო ეკლესიებისა, ის პორტრეტები, რომელთა შესახებაც ზემოთ უკვე გვქონდა ლაპარაკი – თვით ლევანისა, მისი მეუღლისა და ძისა – უეჭველად მოწმობს, რომ ტაძრის აწინდელი ფრესკების დიდი ნაწილი სწორედ მის დროსაა შესრულებული. რაკი ლევანმა ნესტან-დარეჯანი 1625 წლის მახლობელ ხანებში შეირთო (ილორის წმ. გიორგის 1624 წლის ხატის წარწერაში ნესტან-დარეჯანი ჯერ კიდევ არ იხსენიება, 1628 წელს კი ბიჭვინთის სიგელის თანახმად, იგი უკვე ლევანის მეუღლეა), ხოლო ფრესკაზე უკვე ლევანის ძე მანუჩარიცაა წარმოდგენილი, შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ თვით ეს ჯგუფი მაინც, თუ მთელი მხატვრობა რა, XVII ს-ის ოციან-ოცდაათიანი წლების მიჯნაზე ადრინდელი არ შეიძლება იყოს, თარიღის მეორე ბუნებრივი მიჯნა ლევანი გარდაცვალების წელია – 1658, მაგრამ ხობის ფრესკების ეს გვიანდელი ფენა სხვა ისტორიულ პორტრეტებსაც შეიცავს. ეს პორტრეტებიც საყურადღებო და საინტერესოა. იმ სამღვდელო პირს, რომელიც საკურთხევლის წინ, ბემის ჩრდილოეთის კედელზეა დახატული, თავთან შემდეგი მხედრული წარწერა აქვს (სამწუხაროდ დაზიანებულია და ნაწილობრივ გადაშლილი):

 „მე:[ ] (ძემან): ხობელმან ნიკოლოზ

 დავახატვინე: ესე

საყდარი: ჩემის: სულის

საცხოვნებლად.

ვინ უნდა იყოს ეს ნიკოლოზ ხობელი? სხვა საბუთებში ჩვენ მას ვერსად ვერ შევხდებით, მაგრამ საკითხის გადასაწყვეტად რუსი ელჩების ზახარიევისა და ელჩინის ერთი ცნობა გვიშველის, ზახარიევი და ელჩინი 1639-1640 წლებში იყვნენ „დადიანის ქვეყანაში“ და 1640 წელს, მაისის სამს ხობის მონასტერსაც ეწვივნენ და აი, თავის ანგარიშში ორივეს უწერია, რომ ისინი ამ ნიკოლოზს, რომელსაც ზახარიევი ეპისკოპოსს უწოდებს, ელჩინი კი არქიმანრიტს, წირვა გადაუხდია, სტუმრებისთვის ტაძარში დაცული რელიკვიები უჩვენებია, საუბარში ისიც უთქვამს, მე აქ არც ისე დიდი ხნის მოსული ვარო

ხომ არ არის ეს ფრესკის ნიკოლოზ ხობელი? ჩვენი აზრით, მათს იდენტიფიკაციას არაფერი არ უშლის ხელს: 1640 წელს, როგორც ცნობილია, სამეგრელოს ჯერ კიდევ ლევანი განაგებდა, ხობელი ნიკოლოზი თავის თავს ტაძრის მომხატველს უწოდებს, ლევანის დროს კი, როგორც ახლახან აღვნიშნეთ, ტაძარი უეჭველად არის მოხატული, ამგვარი დასკვნა კიდევ ერთი ვარაუდის უფლებას გვაძლევს: თუ სწორია კორნელი კეკელიძის მოსაზრება, რომ თედოტე ელჩინისა და პავლე ზახარიევის მასპინძელი ნიკოლოზი თავისი დროის გამოჩენილი მოღვაწე ნიკოლოზ ჩოლოყაშვილია, უფრო ცნობილი ნიკიფორე ირბახის სახელით), მაშინ ხობში ამ უკანასკნელის პორტრეტი გვქონია. 1643 წელს ნიკოლოზ-ნიკიფორე უკვე იერუსალიმშია ჯვარის-მამად, ამის მიხედვით ხობის ნიკოლოზისეული მხატვრობის თარიღი 1640-1643 წლებს შუა შეიძლება მოექცეს. ის, რომ ლევანის ძე მანუჩარი, ფრესკაზე მცირეწლოვნადაა ნაჩვენები, ამ შემთხვევაში ხელს არ გვიშლის: იგი ნესტან-დარეჯანის პირველი შვილი არ იყო და ამ დროს ჯერ, კიდევ არ იქნებოდა სრულწლოვანი. მართლაც, კორცხელის 1640 წლის ხატის წარწერაში ლევანი ამბობს, რომ ეს ხატი შეწირულია, სხვათა შორის, მის ძეთა -- „ალექსანდრეს, მანუჩარისა და ასულისა ზილიხანისა აღსაზრდელად“, რაც აგრეთვე უნდა ადასტურებდეს გამოთქმულ მოსაზრებას.

მაგრამ, რასაკვირველია, ამ ზუსტი თარიღის გავრცელება XVII ს-ის მთელ მხატვრობაზე მაინც არ იქნებოდა მართებული: ეს ფრესკები რთულია და საკმაოდ მრავალფეროვანიც, თან რაოდენობითაც მეტად მნიშვნელოვანი, ასე რომ მათს შესრულებას, ალბათ, უფრო დიდხანს მოუნდებოდნენ: ცხადია, ნიკოლოზის და, მით უფრო, ლევანის დასახატავად არ დაიწყებდნენ ცდას, სანამ კედელ-კამარები მთლიანად დაიფარებოდა მხატვრობით. ამიტომ, ნიკოლოზ ხობელის პორტრეტი და ფრესკების ზოგი სხვა ნაწილიც კიდეც რომ მიეკუთვნოს 1640-იანი წლების დასაწყისს, მთლიანად ამდროინდელი მხატვრობის და-  თარიღებისას სჯობს მაინც პირველად აღნიშნული ფარგლებით დავკმაყოფილღეთ.

ხობშივე, ცენტრალური კვადრატის ჩრდილოეთ-დასავლეთ ბურჯზე, აღმოსავლეთის მხრივ, კიდევ ერთი სასულიერო პირია დახატული: “კათა ლიკოზ |ი| ილარიონ”, ეს ფრესკაც აგრეთვე გვიანდელ ფენას მიეკუთვნება. ამ კათალიკოზის ვინაობა სრულებით უცნობია.

XVI-XVIII საუკუნეებში აფხაზეთის კათალიკოზთა სია თითქოს უკვე შევსებულია, მათ მორის კი ილარიონი არ ჩანს, არსებობს მხოლოდ ერთი საბუთი იმერეთის მეფის ალექსანდრეს მიერ ეზია იოსელიანისადმი მიცემული წიგნი ყმისა და მამულის წყალობისა, რომელშიაც ბანძის ომთან დაკავშირებით, სხვათა შორის, შემდეგიც არის ნათქვამი:

„... შენ ჩვენს წინ ხელი გამოიღე, სისხლი დასთხიე და ორი შენი ძმა

ჩემს წინ დაიხოცენ და, რადგან ასრე შენი ერთგულობა დავინახე და გვეაჯეთ.

და ჩვენ ვისმინეთ აჯა და მოხსენება შენი, ქრთამიც სრული გამოგართვით, კ ა– :

თალიკოზი ლარიონ ომზე დაირჩინე და მისის საისხნით (51C) ჩვენ

გამოგართვით და მის მუქაფად გიბო