წებელდის ციხე


galerea



aRwera

ადგილმდებარეობა: საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გუდაუთის მუნიციპალიტეტი, სოფელ წებელდა.

კომპლექსში შემავალი ნაგებობები: სამეთვალყურეო კოშკები, საეკლესიო ნაგებობები, სასახლის ნანგრევები და სხვადასხვა სახის თავდაცვითი ნაგებობები.

ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა: წებელდის ციხე, ბერძნული წყაროების მიხედვით ადრე შუა საუკუნეების საქართველოს ერთ - ერთ უმნიშვნელოვანეს საფორტიფიკაციო ნაგებობას წარმოადგენდა. VI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოფი კესარიელის ცნობით, წიბელიუმი იყო კარგად გამაგრებული ციხე-სიმაგრე, რომელიც ლაზთა (დასავლურ-ქართული ტომი) სამეფოს თავდაცვით სისტემაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ციხე -სიმაგრის ნანგრევებში დღემდე შემორჩენილია: სამეთვალყურეო კოშკები, საეკლესიო ნაგებობები, სასახლის ნანგრევები და სხვადასხვა სახის თავდაცვითი ნაგებობები. გასული საუკუნის დასაწყისში წებელდის ციხის ერთ-ერთი ეკლესიის შესწავლისას აღმოჩნდა ფრესკული მოხატულობის ფრაგმენტებიც.

ამჟამინდელი მდგომარეობა: ტერიტორია  ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის ამჟამინდელი მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების განხორციელება  შეუძლებელია.

წყარო: წარმოდგენილი ტექსტი და ფოტომასალა ეყრდნობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.