სქურის ეკლესია
galerea
aRwera
სქურის ფერისცვალების ეკლესია მდებარეობს ქალაქ წალენჯიხის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 12 კილომეტრის დაშორებით. ეკლესიის აგების შესახებ ისტორიული წყაროებში ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა არქიტექტორული და სტილისტური ნიშნებით იგი X საუკუნეს მიეკუთვნება.
სქურის ეკლესია აღწერილი აქვს აკადემიკოს ე. თაყაიშვილს, სამეგრელოში მოგზაურობის დროს. დაუთვალიერებია ეს ეკლესია, სადაც ესვენა ადგილობრივი სასულიერო პირების სალიების სქურის ეკლესიის ერთ-ერთი კედელი მიერ ვერცხლით მოჭედილი ხატი. ეკლესიის კედლებზე მრავალი წარწერა ყოფილა, მაგრამ დროთა მსვლელობაში დაზიანებულა და დაშლილა.
ჩვენამდე ეკლესიის მხოლოდ კედლებმა მოაღწია, აგებულია თლილი, ღია ფერის ქვით. არქიტექტორულად დარბაზული ტიპისაა სამხრეთის კარიბჭე მინაშენით. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს დასავლეთიდან და სამხრეთიდან. სქურის ეკლესია სხვა მსგავსი ტაძრებისგან გამოირჩევა სიმაღლით, აგრეთვე მის ყველა ფასადზე სამ-სამი ვიწრო სარკმელია განლაგებული რაც შიგნით დარბაზს საკმაოდ ნათელს და ეფექტურს ხდიდა. ტაძარს ეტყობა, რომ ჟამთა მსვლელობაში აღნიშწულ ძეგლს ბევრი ცვლილება განუცდია და იგი მრავალჯერ ყოფილა შეკეთებულ-გადაკეთებული. როგორც ჩანს, ეკლესიას საუკუნეების განმავლობაში გარს უვლიდა ქვის გალავანი სათოფურებით. ეკლესიის ეზოში დგას კაკლისა და ბზის საუკუნოვანი ხეები.
2015 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სქურის ფერისცვალების ეკლესიის რესტავრაცია განახორციელა. აღდგა ტაძრის დასავლეთი და სამხრეთი ფასადების საპირე წყობა, თავდაპირველ მდებარეობას დაუბრუნდა მიწაში გამოვლენილი საპირე ქვები, ძეგლზე ჩატარებული კვლევითი მუშაობისას დადგინდა ნაგებობის საერთო სიმაღლე, პროპორციები და სრულად აღდგა ტაძრის დარბაზული სივრცე.
დღეს ნაგებობის ძირითადი კორპუსის ხილვა თავდაპირველთან მაქსიმალურად მიახლოებული სახითაა შესაძლებელი. საიტზე განთავსებული ფოტოები გადაღებულია 2010 წელს, ეკლესიის რესტავრაციამდე.
ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
ფოტოები: ლელა მარგიანის და ანზორ მჭედლიშვილის