სუჯუნის წმინდა გიორგის ეკლესია


galerea



aRwera

სუჯუნის წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეთბს აბაშის მუნიციპალიტეტში. ტაძარი გუმბათიანია, ნაშენია თეთრი თლილი ქვით. ეკლესია აგებულია XVIII საუკუნის ბოლოს, ანტონ ჭყონდიდელი მიერ, აღნიშნული პიროვნება იხსენიება 1796 წლის ერთერთ სიგელში.

ეკლესიისსამხრეთის მხრით დგას  ორსართულიანი სამრეკლო. სუჯუნა წარმოადგენდა პირველ დაბას სამეგრელოში, აგრეთვე ის იყო ჭყონდიდელი ეპისკოპოსების საზამთრო რეზიდენცია. რკინიგზის გაყვანის შემდეგ დაბა სუჯუნა დაქვეითდა და მისი ადგილი გარკვეულწილად აბაშამ დაიკავა. სუჯუნის წმინდა გიორგის ეკლესია აღწერილი აქვს ექვთიმე თაყაიშვილს 1914 წელს გამოცემულ წიგნში „არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი“.  მისივე ცნობით ეკლესიის ეზოშივე მდგარა მომცრო ზომის ხის ეკლესიაც.

სუჯუნის წმ. გიორგის ხატის დღეობა (ხატობა) იმართებოდა 23 აპრილს (ახ. სტილით 6 მაისი), სადაც მლოცველი ღამეს ათევდნენ, კლავდნენ საკლავს , მუხლის მოყრით ეკლესიას გარშემო უვლიდნენ და სხვა. სუჯუნის წმ. გიორგი ითვლებოდა სულით ავადმყოფების მკურნალად. ისინი ხატობა დღეს იქ მიჰყავდათ და ალოცებდნენ. სუჯუნაში იცოდნენ ხატზე გადაცემაც. მაწყევარი დადგებოდა სუჯუნის წმ. გიორგის ხატის წინ, სანთლებს აანთებდა და შესთხოვდა მას გამოეჩინა ძალა და გაენადგურებინა მტერი და მავნებელი.

 

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
ფოტოები: ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის