ჯრუჭის მონასტერი
galerea
aRwera
ჯრუჭის მონასტერი — XI საუკუნის ქართული მონასტერი. მდებარეობს საჩხერის მუნიციპალიტეტში, მდ. ყვირილის მარჯვენა შენაკადის — ჯრუჭულას სათავეში, სოფელ ცხომარეთის მიდამოებში.
სამონასტრო კომპლექსში შედის XI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია (გადაკეთებულია XIX საუკუნეში), რომლის კედლებზე ლაპიდარული წარწერებია. მომდევნო ხანებში მონასტერი მოიშალა. განახლდა XVI-XVII საუკუნეებში. XVII საუკუნის დასასრულს ჯრუჭულის ხეობა რაჭის ერისთავებისა და წერეთელთა სატავადო სახლის საცილობელ ტერიტორიად იქცა, რის გამოც იგი უკვე ციხესიმაგრის დანიშნულებას ასრულებდა. XVIII საუკუნის 60-იან წლებში სოლომონ I-მა ჯრუჭის მონასტერი აღადგინა, ხოლო შემდეგ წერეთლების საგვარეულოს მისცა აქ დასაფლავების ნება. 1810 მონასტერი უკვე დიდძალ ყმა-მამულს ფლობდა ზემო იმერეთსა და რაჭაში. იმერეთის სამეფოს გაუქმების (1810) შემდეგ ჯრუჭის მონასტერი წერეთლების საგვარეულო საკუთრებად იქცა. მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილი განვითარებული შუა საუკუნეების სხვა ნაგებობების ნაშთებიც.
ჯრუჭის მონასტერს დიდი კვალი აქვს დატოვებული ქართულ კულტურაში. ის X საუკუნეშია დაარსებული და ერთ-ერთ გამორჩეულ კულტურულ და საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. საყოველთაოდაა ცნობილი ჯრუჭის სახარება (ოთხთავი), რომელიც ქართული კალიგრაფიის უბრწყინვალეს ნიმუშს წარმოადგენს და დაცულია საქართველოს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა სახელმწიფო ინსტიტუტში. იმას, რომ ჯრუჭი ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენდა, მოწმობს ეზოში დაყრილი ჩუქურთმები და სვეტთა ნაწილები, რომლებიც ერთ დროს ტაძრის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდნენ. ერთ-ერთ კედელზე დღესაც შემორჩენილი წმინდა გიორგის ბარეილიეფი, რომელზეც ორი წმინდა გიორგია გამოსახული, პირით ერთმანეთისაკენ. ერთ-ერთი მათგანი ებრძვის გველეშაპს ხოლო მეორე ბიზანტიის იმპერატორ დიოკლეტიანეს. ეს ბარელიეფი უნიკალურია თავისი შინაარსით და მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება.
ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული შედევრი და უდიდესი კულტურული ცენტრი 1991 წლის მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა. შემორჩენილია მხოლოდ ორი კედელი და ორივე მათგანი კატასტროფულ მდგომარეობაშია. შემორჩენილია მონასტრის ეზოში შესასვლელი კარიბჭის კედლებიც.
2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.
2011 წელს იგი ნანგრევებისგან ნაწილობრივ გაიწმინდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა მონასტრის რეაბილიტაციის პროექტი, რომელის მიხედვითაც ჯრუჭის მონასტერი უახლოეს წლებში უნდა აღადგინონ.
ჯრუჭის მონასტერი XX-საუკუნის 20-იან წლებში მოინახულა, შეისწავლა და აღწერა ქართველმა მკვლევარმა გიორგი ბოჭორიძემ. მის ნაშრომებში ძალზედ საინტერესო ცნობები აღმოჩნდა, რომელსაც წარმოგიდგენთ ქვემოთ.
„ჯრუჭის მონასტერი დგას მდ. ჯრუჭულას მარჯვენა მხარეს, მთის კალთაზე. მის შენობათაგან ძველი არის ეკლესია და გალავანი, დანარჩენი XIX ს-შია აშენებული; აქ ყოფილა შესანიშნავი ბეღელი ფიცრისა, რომელიც დაუშლიათ 1923-1924 წწ.
ეკლესია გუმბათიანი ბაზილიკაა(თავდაპირველად ეკლესია უგუმბათო ნაგებობა უნდა ყოფილიყო და შემდეგ ხანში გადაუკეთებიათ გუმბათიანად; ამას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ გუმბათის ¾ ნაწილი საკურთხევლის ფარგალშია მოქცეული, რაც ძლიერ იშვიათია გუმბათიან შენობათა ხუროთმოძღვრებაში.) 16X13 არშინი (დაახლ.), ნაშენი თლილი ქვისა და „კირისაგან, ხურავს სპილენძის ფურცელი.
შიგნით გალესილია კირით. სამხრეთის და ჩრდილოეთის სამხროები ეკლესიას ორ-სართულიანი აქვს, აქ გამართულია სამი სამწირველო, სამხრეთისაში 2 - ძირს და მაღლა; ჩრდილოეთისაში 1 -ძირს, მაღლა სამალავი არის, ეკლესიის თაღი და გუმბათი დაბჯენილია ოთხ სვეტზე, თვით გუმბათი –– ორ (აღმოსავლეთის) სვეტზე (შუაში), აღმოსაგლეთის კედელზე და დასავლეთის კამარაზე აღმართულ პილიასტრზე (ნაპირებით); იგი შიგნით მრგვალია, გარეთ წახნაგოვანი. კარი აქვს სამხრეთით და დასავლეთით, აღმოსავლეთის ნაწილი, შიგნით, საკურთხეველს მომრგვალებული აქვს, ხოლო გვერდის ნაწილები კი – ოთხკუთხი; პირველს კედელთან აქვს სამღვდელთმავრო და სხვა საჯდომები. ტრაპეზი საკურთხევლის შუაში დგას, მას დასავლეთის მხარეს აქვს შესანიშნავი ჩუქურთმიანი ქვა, რომლის გულშიაც გამოქანდაკებულია წმ. ბასილი და წმ. ნიკოლოზი წარწერით.
ვახუშტის ჯრუჭის მონასტერი არ აქვს მოხსენებული; იგი წერს: „ერთვის ყვირილას ჯრუჭი ჩრდილოეთიდან გამოსდის კეცების მთასა, მოდის აღმოსავლიდამ დასავლეთად, მერმი ჩრდილოდამ სამჴრით ყვირილამდე: სადა მოდრკების, მუნ ერთვის ამ წყალს დასავლიდამ სხვა ხევი, გამოდის საწალიკე-კეცებს შუა მთასა: ამ ხევსა და კეცებზედ გარდავლენან გზანი რაჭას: ძველად ყოფილა, ამას ზედა შენ. ბანი და აწ ოჴერ არს“ო, საფიქრებელია, რომ ამ შენობათა ქვეშ ვახუშტი გულისხმობს ჯრუჭის მონასტერს, რადგანაც უკანასკნელი სწორედ იმ ადგილას არის (ჴევთა. მოდრეკილის ფარგალში), სადაც ვახუშტი შენობათა ნანგრევებს აღნიშნავს, ჩანს ვახუშტის დროს მონასტერი მივიწყებული იყო, მისი აღღგენა-განახლება უნდა მომხდარიყო მას აქეთ, როცა მონასტერი რაჭის საერისთაოს გაუქმების, ე. ი. 1769 წლის, შემდეგ გადაეცა წერეთლებს, რომელთაც იგი საგვარეულო აკლდამად გახადეს. მათი გვარის წევრნი მრავალნი არიან დასაფლავებულნი ეკლესიაში. მართლაც, ქვემოთ არის წარწერა, რომელიც მის განახლებას აღნიშნავს 1778 წ. ჯუმათელ მიტროპოლიტ სვიმონ აბაშიძის მიერ.
სამკვეთლო თახჩაშია გამართული, გარეთ ეკლესია საკმარისად არის შემკული: აღმოსავლეთის მხარეს აქვს ქვაზე გამოქანდაკებული საახეები წმიდანთა, სულ არის 8 ასეთი ქვა; სარკმლებსა (სამ) გარშემო ჩუქურთმა აქვს შემოვლებული.
სამხრეთის მხარეს (ორ სარკმელს შუა) გამოსახულია ჯვარი და ორი პირი (ჯეართამაღლება?),
დასავლეთის მხარეს – კარის მარჯვნიგ წმ. გიორგი და წმ. დემეტრე ცხენზე, პირველის ქვეშ დეოკლეტიანე, მეორის ქვეშ –– ვეშაპი; მათ მარცხნივ ვინმე პირია საცეცხლურით ხელში: კარის მარცხნივ –ჯვარი: (1 ქვაზე) და ორი პირი (2 ქვაზე), ერთი მათგანი შუბით და ფარით; შემდეგ (მარცხნივ) ისევ წმ. გიორგი და წმ. დემეტრე და მათ მარჯვნივ: ვინმე პირი ხელებაპყრობილი (1 ქვაზე).
დასავლეთის მხარის გამოსახულობანი წმ. გიორგისა და წმ. დემეტრესი (კარის მარჯვნივ და მარცხნივ) ტლანქი ნამუშევარია და ისინი ეკლესიის გადაკეთების დროს უნდა ეკუთვნოდენ, ხოლო დანარჩენი (დასავლეთი, სამხრეთი და აღმოსავლეთი) – ეკლესიის აშენების ხანას.
ეკლესიას აქვს მრავალი წარწერა: 1. გარეთ:
1. დასავლეთის კარის მარჯვნივ, ჯვრისა და ორი პირის გამოსახულების ძირს, ქვაზე ნუსხურით. იკითხება:
„კ(ა)ხ(აჲ)სა ერისთვასი ჴელმწიფებასა აე. მართა ქუვიტკ(ი)რი წ(მიდ)ისა გი(ორ)გისი X).“
2. ამავე კედელზე მარცხნისაკენ (სამხრეთით) სხვა ქვაზე მრგვლოვანი ნუსხურით
იკითხება:
„წ(მიდა)ო გ(იორგ)ი, შე(ი)წყალე მ. ..... დიდ(ი)სა ერისა,“
წარწერაში მოხსენიებული კახა ერისთავი უნდა იყოს პატარა ონის წარწერაში მოხსენებული კახა ერისთავი, უკანასკნელი წარწერა პალეოგრაფიულად ეკუთვნის X ს. ეს წარწერაც ამავე საუკუნის ბოლოს –– უნდა ეკუთვნოდეს. ამგვარად ჯრუჭის აშენება უნდა დათარიღდეს X ს-ით.
3. ამავე (დასავლეთის) კარის მარჯვნივ, წმ. გიორგის გამოსახულების ძირს მდებარე ქვის მარცხენა ნახევარზე კუთხური ნუსხურით)
იკითხება:
„ქ. ძესა აბაშისა ფალავანდიშვილსა გ(იორ)გ(ი)ს შე ნდნეს ღმერთმა და ამა წმიდამა გ(იორ)გ(იმ)და მათ სულკურთხეულთა პაპ(ა)თა და (ჩ) ამამ(ა)ვვალთა შენთა მაშენ(ე)ბელთა, ამინ.“
შიგნით:
4. ეკლესიის აღმოსავლეთ-სამხრეთ სვეტს დასავლეთის მხარეს უზის ქვა ნუსხური წარწერით: ეროქნელი
იკითხება:
„წ(მიდა)ო გ(იორგ)ი, შე(ი)წყ(ა)ლე მონა შენი გ(იორგ)ი გალატოზი და შვილნი მისნი ესე სუეტი უფასოდ ა(ა)გეს, ა(მი)ნ“,
5. აღმოსავლეთ-ჩრდილოეთ სვეტს სამხრეთის მხარეს უზის ქვა ნუსხური წარწერით;
იკითხება:
„წ(მიდა)ო გ(იორგ)ი, შ(ეიწყალ)ე ფლიდონი(?) გ(ალატოზი)ზი და შვ(ი)ლნი მისნი ესე სუეტი უფ(ა)ს(ო)დ შ(ე)ქმნა,“ “
ამ წარწერების გარდა გიორგი ბოჭორიძეს განხილული და წაკითხული აქვს ეკლესიაში არსებული საფლავის ქვები. აღნიშნული საფლავების უმეტესობა წერეთლების საგვარეულოს ეკუთვნის. აღწერაში აგრეთვე დეტალურად არის განხილული მონასტერში დაცული სიძველეები და ხატები, რომელთა ჩამონათვალსაც წარმოგიდგენთ ქვემოთ.
„სიძველენი:
- ქვა წმ. გიორგის გამოსახულებით, 42X32 სმ, წმ. გიორგი ცხენზე მჯდომარეა, შუბით ვეშაპს ჰგმირავს: მის წინ დედოფალია მდგომარე.
- სადაფიანი ჯვრის ნაწილები ჯვარცმის. გარდამოხსნისა და კონსტანტინესა და ელენეს გამოსახულობით.
- (ტფ). ღვთისმშობლის ჭედილი ხატიდან გადმოღებული პირი თაბაშირისა, 11X12 სმ. რომელიც წარმოადგენს მეფეს თუ დიდებულს, დაჩოქილს მარჯვენა მუხლზე და ხელებგაპყრობილს სავედრებლად, მრგვლოვანი ასომთავრული წარწერით: იკითხება: დ(ა)ბ(ა)დ(ე)ბიუ)ლთა უზ(ე)შთა(ე)სო ყ(ოველ)თა [ე]სვლისა(?) მნებებელთაო ღვთისმშ(ო)ბ(ე)ლო ქ(ალ)წ(უ)ლო და ცვა-ფ(ა)რვათა ეო (?) უხუცე(სო)
- (ქ. 4), სადაფზე ნაკვეთი ხატი იაკობისა, 16X16 სმ; მარცხენა გვერდი მოტეხილი აქვს, მისი ერთი ნაწილი დაკარგულია,
- (ქ. 20). ნაწილებიანი ხატი დაბალ ვერცხლის ბუდეში 32X18½ სმ, დაზიანებული;
- (ქ. 21). ვერცხლზე ნაჭედი ხატი ჯვარცმისა, 19!/:X15 სმ, დაზიანებული; აქვს წარწერები:
- წინა მხარეს მხედრულად (ერთი სტრიქონი ზევითა ნაწილში, მეორე ქვევითაში - ვერცხლზე)
- (ქ. 22), ფიცარზე ნახატი ხატი იოანე მახარობელისა, 35X28 1/2 სმ.
- (ქ. 9). გარდამოხსნა, 150X91 სმ. ოქრომკედით ნაკერი, ხატებით და ასომთავრული წარწერით;
- (ქ. 6). საკკოსი – 1 ცალი.
- (4. 10). ? ძველი ხელოვნებისა: დიდი 1, მცირე 1; სულ 2 ცალი.
- (ქ. 7), ფილონი –– 2 ცალი (ერთი ძლიერ დაზიანებულია).
- (1. 8). –– სტიხარი –– 1 ცალი.
- (ქ. 3). გინგილა –– 1 ცალი,
- (ქ. 11). ენქერი 5 ცალი (ა, ბ, გ. დ, ე): ორი მათგანი (დ, ე) ოქრომკედით არის ნაკერი.
- (ქ. 1, 15) სარტყელი 4 ცალი (მათგან 1 დაზიანებული).
- (ქ. 2, 16). სამაჯური 3 ხელი და 7 ცალი დაზიანებული.
- (ქ. 12). დაფარნა, ოქრომკედით ნაკერი, 3 ცალი,
- (ქ. 13), დაფარნა –– 2 ცალი.
- (ქ. 14). ოდიკი –– 2 ცალი;
- (ქ. 5), საწიგნესი, თუ რომელიმე სხვა გადასაფარებელი, ოქრომკედით ნაქარგი, გაჭრილი ორად, დაზიანებული: ერთ ნაჭერს, სარჩული შემოცლილი აქვს.
- (ქ. 19), ძველი ქსოვილის ნაჭერი –– 4 ცალი,
- (1, 17). მცირე სანაწილე ხისა, შემკული ძვლით; ხუფი გატეხილია ნაწილებად.
- (ქ. 22). სურა სპილენძისა;
- (ქ. 18). სპილენძის შანდალი, ფრინველის სახედ.
- (ქ, 71), ფიცარზე ნახატი ხატი ღვთისმშობლისა 33-23 სმ-ზე, ვერცხლის შეჭედილობის მცირე ნაშთით, ძირა აშიაზე მხედრული წარწერით;
- (ქ. 72). სარტყლის ბალთა ბრინჯაოსი რომელიმე ცხოველის გამოსახულობით.
შენიშვნა: 4--27 ნომრით აღწერილი სიძველენი წამოღებულია საჩხერის თემაღმასკომის საწყობიდან და თემაღმასკომის თავმჯდომარის განცხადებით ისინი ეკუთნიან ჯრუჭის მონასტერს, საიდან ყოფილან ჩამოტანილი.
- (ქ. 1), ანდერძი დავით აღმაშენებლისა და სხვა, წერილები, გადაწერილი XIX ს-ში, შვიდი რეეული, მხედრული ნაწერი, დაზიანებული.
- (ქ. 2). პარაკლისი, აწუ სამადლობელი წიგნი, მხედრული ნაწერი,
- (ქ. 3), წმიდანთა ცხოვრება, ნუსხურად ნაწერი.
- (ქ. 4). ბართლომე მოციქულის წიგნი, ნუსხურად ნაწერი.
- (1, 5), დავით გარეჯელის ცხოვრება, მხედრული ნაწერი,
- (ქ, 6), წამება დედათა სოფიასი და სამთა ასულთა (მოძღვრება). მხედრული ნაწერი,
- (ქ, 7). ცხენის კარაბადინი, მხედრული ნაწერი,
- (ქ. 8), საეკლესიო წიგნი, დამლილი, დაზიანებული, მრავალფურცელ ნაკლები;
- (1. 9). სვინაქსარიდან ამონაწერი,
- (ქ. 10), ნუსხურად ნაწერი წიგნებიდან დარჩენილი ფურცლები, მათში ოთხი ფურცელი ეტრატისა,
- (ქ. 11), წესი და განგება დიაკონთა, ნუსხურად ნაწერი, დაზიანებული,
- (ქ. 12). კონდაკი ძველი სტამბისა, თავში ხელნაწერი ფურცლებით, დაზიანებული;
- (ქ. 13). დავითნი, ნუსხურად ნაწერი, ძლიერ დაზიანებული, მრავალფურცელნაკლები;
- (ქ. 14). იბაკონი და იკოსნი ღვთისმშობლისა, ძლიერ დაზიანებული, დამპალი;“
გიორგი ბოჭორიძე აქვე დასზენს რომ ეკლესიის უამრავი განძეული განადგურდა 1923-1924 წლებში. რაც გადარჩა მოგვიანებით საბჭოთა მმართველობის დროს განადგურდა...
ფოტოები გადაღებულია 2011 წელს, სარესტავრაციო სამუშაოების დაწყებამდე. დღევანდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოები დაიდება მოგვიანებით.