დაშბაშის წმინდა გიორგის ეკლესია


galerea



aRwera

წმინდა გიორგის ეკლესია დგას წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის თავში. იგი მოხდენილად არის აღმართული ხრამის ქარაფოვან ნაპირზე და თავისი მკვეთრი სილუეტით მკაფიოთ გამოირჩევა თრიალეთის პეიზაჟში.  გვიან უკვე მიტოვებულ და გაუკაცრიელებულ ნაქალაქარში ვიღაც მლოცველს კარის ზღრუბლზე მხედრულით მიუწერია: „წმინდაო გი ნაქალაევისა“ ამ წარწერით ირკვევა, რომ იგი ნაქალაქევის, წმინდა გიორგისადმია მიძღვნილი. ახალქალაქის წმინდა გიორგის ტაძარი თრიალეთის საერითავოს შემორჩენილ ძეგლთა შორის გამოირჩევა. ის ერთადერთი გუმბათური ნაგებობა არის რაიონში (მაგრამ დღეს სწორედ გუმბათი აკლია). წარსულში იგი არც გადაკეთებულა და არც შეკეთებულა. და თუ არ ჩავთვლით ჟამთა სიავეში დაკარგულ გუმბათის ყელს, იგი ძირითადად თავისი პირველადი ფორმებით არის ჩვენამდე მოღწეული.

ძეგლი ჯვარგუმბათიანი ხუროთმოძღვრების ყველაზე მარტივ სახეობას მიეკუთნება. მაგრამ პროპორციული მოხდენილობა, მშენებლობის ტექნიკის მაღალი პროფესიონალიზმი და მდიდარი დეკორატიული სამკაული მას თრიალეთის საერისთაოს ერთ-ერთ ნიმუშად წარმოაჩენს. თლილი ქვისაგან აგებულ ამ პატარა ტაძარს  ორი კარი აქვს (სამხრეთით და ჩრდილოეთით). სამხრეთისა მთავარია. იგი გადახურულია უზარმაზარი თლილი ქვის ბალავრით, რომელზეც ასომთავრულით ამოკვეთილია ქტიტორის სადიდებელი წარწერა : „მადლითა, ღმრთისაჲთა ქრისტე ადიდე რატ ერისთავთ - ერისთავი“. პატივმოყვარე კლდეკარის მფლობელი არ დაკმაყოფილებულია ერთჯერადი მოხსენებით მეორედაც აღმოსავლეთის - ფასადის მდიდრულად მორთული სარკმლის საპირის ,ჩუქურთმაში კვლავ ჩართულია „ქ-ე ადიდე რატ ერისთავთ ერისთავი“.

მიუხედავად შენობის სიმცირისა რატის არქიტექტორის შემოქმედება საკმაოდ მნიშვნელოვანი და შესამჩნევი მოვლენაა ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში. განსაკუთრებული ყურადღებას იქცევს მისი დეკორატიული სამკაულის თავისებურება. შენობის გარე მასების კუთხეთა გადაკვეთაზე ოთხივე შემავალ კუთხეებში ჩასმულია დეკორატიული ტრომპი. ასთი ხერხი მხოლოდ კუმურდოში გვხვდება მაგრამ ფასადების დეკორატიულ სამკაულში უფრო მეტი ორიგინალური მხატვრული ძიებანი და არქიტექტორისა თუ დამკვეთის გარკვეული თემატიკური ინტერესები. დეკორატიული სამკაულისათვის რეპერტუარის დადგენისას ხუროთმოძღვარს უპირატესი ყურადღება გაუმახვილებია ქრისტიანული ხელოვნების სიმბოლური საიდუმლოებისადმი. ამ მხრივ გამოირჩევა სამხრეთის ფასადი. მთავარი სკულპტურულ დეკორატიული აქცენტი ამ ფასადზე სამხრეთის მკლავის მრგვალ სარკმელთან არის დასმული.

მთლიან ქვაში გამოკვეთილი კედლის ქვის ზედაპირიდან მცირედათ ამოწეული ეს რელიეფური კომპოზიცია სამი გამოსახულებიდან არის შედგენილი და შუაში მრგვალი სარკმელი აქვს.

თვით სარკმელი მხატვრული თვალსაზრისით დეკორატიული ანსაბლის ელემენტად არის გააზრებული და ფართო მრგვალ გვირილისებურ საპირეშია ჩაფლული. მას ერთი მხრივ კვარცხლბეკზე დასვენებული „გოლგოთის ჯვარი“ ამკობს, მეორეს მხრივ (მარცხნივ) გაწვდილი ხელით დაჭერილი კელაპტარივით ანთებული და გასხივოსნებული ჯვარი. ეს სიმბოლური კომპოზიცია აგებულია მოძრავ სიმეტრიულ წონასწორობაზე და ჩანს, იგი რატის ხუროთმოძღვარის შემოქმედების ნაყოფია, რადგან მსგავსი გადაწყვეტა სხვაგან არ გვეგულება.

მეორე რელიეფი სამხრეთის კარის მახლობლად დეკორატიული ტრომპის ზედაპირზე არის გამოქანდაკებული. აქ წმინდანის სრულიად უჩვეულო გამოსახულებად წარმოდგენილია ფრთოსანი წვერულვაშიანი მამაკაცი. გამოსახულებას მარცხნივ ასომთავრულით აწერია, რომ იგი წმინდანია, მაგრამ რომელი, განმარტებულია არაა. გაშლილი ხელებით და რბილად მოღუნული ფრთებით შესასვლელი კარისკენ არის მიპყრობილი და როგორც ეტყობა, იგი მოწოდებული იყო დაეცვა ეკლესიაში შესასვლელი. ფრთოსანი წმინდანი მთავარანგელოზი უნდა იყოს. მას კი ჩვეულებრივ ხომ უწვერულვაშო ჭაბუკად ანსახიერებენ შუა საუკუნის ქრისტიანული ხელოვნების იკონოგრაფიაში წვერულვაშით გამოსახულ მთავარანგელოზებს იშვიათად, უფრო გვიან პერიოდში თუ შეხვდებით. აქ რატომღაც შერჩეულია ეს იშვიათი იკონოგრაფიული ტიპი. ჩვენს დეკორატორს განსაკუთრებული სიკაშკაშე მიუცია ამ რელიეფისათვის, მას წითელი საღებავით დაუფარავს ფრთოსანი წმინდანის თმები წვერ ულვაში და მკერდსაბამი - მედალიონი.

რამდენადაც სამხრეთის ფასადის სამკაულში თავი იჩინა განსაკუთრებულმა, ორიგინალურმა მიდგომამ, როგორც თემატიკური რეპერტუარის შერჩევის, ისე მის მხატვრულ - კომპოზიციულ ხორცშესხმაში, ამდენად ასეთივე ორიგინალურობის კვალი არ ატყვია აღმოსავლეთის სარკმლის სამკაულს. მისი საპირე, ოთხკუთხი დეკორატიულ ჩარჩო შევსებულია იმ დროისთვის მეტად დამახასიათებელი სტერეოტიპული ორნამენტული სახეებით, თვით ჩუქურთმის ნახატიც არ არის ისეთი მტკიცე, როგორც სამხრეთი ფასადისა, რაც სხვადასხვა ოსტატის ხელზე მეტყველებს.

წმინდა გიორგის ეკლესიის გუმბათი, როგორც ჩანს გადარჩენილი ფრაგმენტებიდან, საგანგებოდ ყოფილა გაფორმებული დეკორატიული სამკაულით. დამაგვირგვინებელი კარნიზის ცალკეული ქვები, რომლებიც გაფანტული იყო ეკლესიაში და სახურავზე, ერთგვარ წარმოდგენას იძლევიან რატის ხუროთმოძღვრის მთლიან ჩანაფიქრზე. კარნიზი მდიდრულად არის მორთული ფოთლოვანი წარმოშობის ჩუქურთმით. ჩუქურთმა 

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის