ბაიების კომპლექსი


galerea



aRwera

ბაიების („ბაიოღლების“) კომპლექსი მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტის, სოფელ წყორძის დასავლეთით, ქისათიბის მთისკენ მიმავალი გზის შვეულ კლდეებზე. ბაიებში კლდის დაახლოებით შუა სიმაღლეზე შენობათა მთელი ჯგუფია: გალავნის ნანგრევები, გალავნის შიგნით კი კლდეზე მიბჯენილი, თითქოს კლდეში შედგმული, ორი ერთნავიანი ეკლესიაა ერთი მეორის გვერდით, ერთი მარცხენა, უფრო დაბალია, მეორე - უფრო მაღალი და ვრცელი. გარედან ჩანს ეკლესიათა მხოლოდ სამხრეთის კედლები. მცირე ეკლესია მთლიანად თლილი ქვითაა ნაშენი. დიდ ეკლესიაში მხოლოდ სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლები და კამარაა ქვით ნაშენი, ხოლო დასავლეთის კედლის დიდი ნაწილი და საკურთხეველი კლდეშია გამოკვეთილი. ეკლესიებს გარედან კარგად მოჩუქურთმებული კარნიზი აქვს. მარჯვენა, დიდი, ეკლესიის შიგნით ძველი მხატვრობის უმნიშენელო კვალია დარჩენილი.

 ეს ეკლესიები მხოლოდ ნაწილია მთელი კომპლექსისა. მათ ქვეშ ორ სარულად განლაგებული რაღაც სადგომებია (ქვით ნაშენი წინა კედლებით), ხოლო დიდი სამლოცველოდან კლდეში ამოკვეთილი გასაძრომი და სამალავი იწყება.

ბაიების ყველა შენობა შეიძლება ერთ დროს არ იყოს აშენებელი, ის კი ცხადია, რომ მთელი კომპლექსი მომწიფებულ შუასაუკუნეთა ხანას ეკუთვნის (უფრო საფიქრებელია, რომ იგი XII-XIII ადრინდელი არ არის).

ბაიების კომპლექსი საინტერესოა თავისი აღნაგობით, ყურადღებას იქცევს რბილი კლდის ქანები, რომლებიც დასამუშავებლად ადვილია. კლდეებში ციხე-ქალაქთა სადგომთა მოკვეთა მასობრივად გავრცელებული იყო წინათ. ამის ნათელი დადასტურებაა ციხე ქალაქი ვარძია და უფლისციხე. ასეთი მშენებლობანი განაპირობა მოძალადე მტრების გამუდმებულმა პარპაშმა. არაბ, მონღოლ - ოსმალთა აღვირახსნილმა მოქმედებამ საქართველოში.

სამცხე - ჯავახეთში კიდევ არა ერთი და ორი მსგავსი ძეგლი მოიპოვება. ბაიებში თავიდანველად ყურადღებას იქცივს გალავნის კარი, რომელიც საგანგებო ბუდეებშია ჩამაგრებული. ეს კარი, რომელზედაც სათვალთვალო ხვრელია ამოჭრილი, ერთი დიდი გათლილი ლოდისგანაა გამოკვეთილი. შეიძლება წინ ფასადი, დაფარული იყო მთლიანად მაგრამ მიწისძვრებმა ჩამოშალა. კლდის ძირში, რომელზეც განლაგებულია კომპლექსი, უამრავი ჩამოშლილი დამუშავებული ქვა ყრია. კერძოდ, ჩუქურთმიანი ქვები და ქვაზე ამოკვეთილი „განედლებული ჯვარი“. კლდეები ბევრგან ჩამოქცეულია და აქ ბევრი რამეა საყურადღებო და შესასწავლი არქეოლოგების,  არქიტექტორების და ისტორიკოსების მიერ, კერძოდ კერძოდ ხსენებული ეკლესიები (ორი) და სამალავი გვირაბები.

ორივე ტაძარი ერთანავიანი ეკლესიაა ერთი შედარებით დიდია –– სიგრძით 9 მეტრი, ხოლო სიგანით 3.5 მეტრი. გარედან ჩანს სამხრეთის კედლები ორი სარკმლით. შიგნით შემორჩენილია, ფრესკების, ნაშთები. ეკლესიის აღმოსავლეთი ნაწილი კლდეშია გამოკვეთილი, შემოსასვლელი კედლის სისქე 80 სანტიმეტრია. გადახერელია ნათაღი ქვით, რომელზედაც მიწაა დაყრილი. ამ ვრცელ ეკლესიაზე დასაელეთით არის მინაშენი პეტრა ერთნავიანი ეკლესია, რომლის სიგრძე 4 მეტრია, ხოლო სიგანე 2.5 მეტრი. აქვს თავისი შესასვლელი კარი და სარკმელი სამხრეთით.  ნაშენი არის გათლილი ქვით, კარნიზი მოჩუქურთმებულია, სახურავი თლილი ქვისაა. ადრე სამალავ გვირაბებში შედიოდნენ სიღრმეში. გადმოცემით ერთი გვირაბი მთლიანად ახალციზემდე ჩამოდის, დაახლოებით 26 -28 კმ-ზე, ხოლო მეონე სოფლის ხევში, რომელიც შედარებით მოკლეა. ახლა შესწავლა ძალიან ჭირს, ამოვსებულია ნაწილობრივ ქვა - ღორღით, მიწით. ამ გვირაბების შესწავლა ახალ შუქს მოფენს ძეგლის ისტორიას.

წყორძელების ყველაზე კარგი თვისება ის, არის, რომ ძეგლს უვლიან, ჩამონგრეულ ქვას, ან მის ნატეხს ეკლესიის კედლებთან დებენ. აქ ბაიების ეკლესიებთან იმართება ხალხმრავალი დღესასწაული. გამარჯვებულად ის გამოდის, ვისაც ყევლაზე მეტი სტუმარი ეწვია.

ბაიები, კლდეში გამოკვეთილი სადგომებით, ეკლესიებით და გვირაბებით იყი თავშესაფარი, დასამალავი ადგილი მოსახლეობისა. გადმოცემის მიხედვით ერთ-ერთ მესხს, სახელად ბაიას ეძახოდნენ, ბევრი შვილი ჰყავდა, ამ შვილებს მოსახლეობასთან ერთად, როდესაც სოფელს მტერი შეიმოესეოდა მალავდნენ კლდის სადგომებსა და სამალავებში. ამიტომაც დაერქვა მიას ბაიები, ბაიოღლები.

 ბაიების კლდეში გამოკვეთილი სადგომები შესასწავლია. გაწმენდას საჭიროებს ეკლესიები, გვირაბები, სადგომები, რესტავრაციას ფრესკები, გათხრას ბაიების გარშემო მდებარე ნასოფლარები, ყორღანები. მესხეთის, ერთ-ერთი ხეობის, კერძოდ აქ მდებანე ბაიების, კლდეში გამოკვეთილი სადგომების ანსამბლის შესწავლა ახალ შუქს მოჰფენს სამცხე - ჯავახეთის ისტორიას.

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ანზორ მჭედლიშვილის