კეხიჯვრის ეკლესია
galerea
aRwera
კეხიჯვრის ეკლესია, დგას მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანის განაპირას, მაღალი ქედის ფერდზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება VIII საუკუნით. ეკლესია დარბაზულია (9.04 მ * 8.11 მ-ზე), ნაგება გულმოდგინედ შერჩეული ნატეხი და რიყის ქვით, კონსტრუქციულ ადგილებში თლილი ქვაა გამოყენებული, ხოლო დეკორატიული მიზნით ღია მომწვანო ფერის ტუფი. ეკლესია ძალზე დაზიანებულია. ეკლესიის აფსიდი ნალისებრია. სატრიუმფო თაღი სადა, მარტივპროფილიან იმპოსტებს ეყრდნობა. აფსიდში მაღალი და განიერი სარკმელია. ასეთივე სარკმლებია ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში. ეკლესიაზე ჩრდილოეთითა და სამხრეთით მიშენებულია სწორკუთხა სათავსები. ჩრდილოეთის მინაშენი, რომელში შესვლაც ეკლესიის დარბაზიდან შეიძლება, მოკლეა. სამხრეთისა კი ეკლესიას მთელ სიგრძეზე გასდევს. აღმოსავლეთის ფასადის სარკმელი მორთულია ჰორიზონტალურგადანაკეცებიანი თაღოვანი სათაურით.
ეკლესიის დიდი ნაწილი ამჟამად დანგრეულია, ჩამონგრეულია კამარები, როგორც ძირითადი დარბაზის აგრეთვე მინაშენებისაც.