კოშკების ღვთისმშობლის ეკლესია


galerea



aRwera

ღვთისმშობლის ეკლესია, დგას სოფელ კოშკების ჩრდილო - აღმოსავლეთით, მდინარე სკრის მარჯვენა ნაპირზე. ძეგლი თარიღდება X საუკუნის II ნახევრით. ეკლესია დარბაზულია, შიდა კედლები ნაგებია მცირედ დამუშავებული ქვით, კონსტრუქციული ნაწილები და ფასადები, კარგად გათლილი კვადრებით. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს დასავლეთით (ამოქოლილია) და სამხრეთით. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, მის ქვეშ სატრაპრეზო ქვა დგას. ქვის ორივე მხარეს თითო ნიშია. სამხრეთითა და დასავლეთით თითო სარკმელია. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც საბჯენ თაღს ეყრდნობა. გრძივ კედლებზე დეკორატიული თაღებია, რომელთა პილასტრების სვეტის თავები შემკულია ორნამენტებით და რელიეფებით. კედლებზე შემორჩენილია გვიანდელი პერიოდი მოხატულობის ფრაგმენტები. ფასადებზე (ჩუქურთმები და ჯვრის გამოსახულებები) ძირითადად განლაგებულია კარ - სარკმლის ირგვლივ. აღმოსავლეთ სარკმლის თავსე ორიარუსიანი დეკორია, იქვე, მარცხნივ, ადამიანის, სავარაუდოა რომ კტიტორის წელზედა გამოსახულებაა. სარკმლის ზემოთ, ქვაზე, ამოკვეთილია დაქარაგმებული ასომთავრული წარწერა.

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ლელა მარგიანის