ტყუპის ეკლესია


galerea



aRwera

ეკლესია დარბაზულია, შიდა კედლები ნაგებია მცირედ დამუშავებული ქვით, ფასადები შემოსილია სხვადასხვა ზომის თლილი ქვით. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადი ჭარბად ორნამენტირებულია მუქი ფერის (ღვინისფერი) ქვებით. 1920 წლის მიწისძვრას ეკლესია თითქმის მთლიანად დაუნგრევია. შესასვლელი დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთითაა. აღმოსავლეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით თითო სარკმელია, სამხრეთით - ორი. დარბაზი გადახურული იყო საბჯენ თაღებზე დაყრდნობილი ცილინდრული კამარით. აფსიდში ორი ნიშია. შემორჩენილია გვაინდელი მოხატულობის ფრატგმენტები და ამავე პერიოდის აგურის კანკელი, რომელსაც შუა თაღოვანი კარი ჰქონდა. ეკლესიაზე სამხრეთით მიშენებულია ეგვტერი. შენობის დასავლეთის კარის თავზე არსებული მხედრული წარწერის თანახმად ეგვტერი, კარიბჭე და სამრეკლო (არ შემორჩენილა) 1708 წ. აუშენებია ედიშერ შალიკაშვილს . ეგვტერი დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. ლავგარდანი და კოსტრუქციული ნაწილები თლილი ქვისაა. შესასვლელი დასავლეთითაა. აღმოსავლეთით და სამხრეთით თითო სარკმელია. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით, რომელიც ეყრდნობა საბჯენ თაღს. სარკმლები ფასადების მხრიდან მცირედ დეკორირებულია. ეგვტერს დასავლეთიდან მიშენებული აქვს გეგმით კვადრატული, სფერული კამარით გადახურული კარიბჭე, რომელიც სამხრეთიდან და დასავლეთიდან გახსნილია თაღებით. კარიბჭე ჩრდილოეთიდან დაკავშირებულია ეკლესიის სამხრეთ შესასვლელთან. კარიბჭის ოთხივე კუთხის საყრდენები თლილი ქვისაა. მათი კაპიტელები და ბაზისები მორთულია.

 

წყარო: http://memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/7201
ფოტოები: ანზორ მჭედლიშვილის