არადეთის საბაწმინდა


galerea



aRwera

წმ. საბას ეკლესია დგას სოფელ არადეთის განაპირას აღმოსავლეთით, მდინარე აღმოსავლეთის ფრონის მარჯვენა ნაპირზე მდებარე ციხე - კომპლექსის ტერიტორიაზე, მის ჩრდილო დასავლეთ ნაწილში. ეკლესიის სამხრეთ ფასადის ასომთავრული წარწერის თანახმად, ეკლესია აგებულია 1666 წელს დადიანის ასულის დედოფალ მარიამის დაკვეთით. ეკლესია დარბასულია (9.35 მ * 5 მ-ზე), ნაგებია ცუდად დამუშავებული სხვადასხვა ზომის ქვიშაქვის კვადრებით, ზოგან რიყის ქვაც არის გამოყენებული. გარედან სწორკუთხა, ხოლო შიგნიდან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთშია (0.5 მეტრის სიმაღლეზე ამოშენებულია). ნალისებურ აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელია, რომელსაც შიგნით რთული ლეკალური თაღი აქვს. აფსიდის სარკმლის გვერდებზე სწორკუთხა ნიშებია, ხოლო ქვემოთ, კედელთან სატრაპეზო ქვა დგას. დარბაზის სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია, სამხრეთის სარკმეელი სწორკუთხაა, დასავლეთისა თაღოვანი. ეკლესიის გრძივი კედლები წყვილი პილასტრით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა.  კამარა გვერდებზე ამოზნექილია, შუაში ცილინღრული. ინტერიერი მოხატული ყოფილა. კედლები ამჟამად შეთეთრებულია. კამარის აღმოსავლეთ ნაწილში შემორჩენილია ქრისტეს გამოსახულება. ნაგებობა გადახურულია კრამიტის ორფერდა სახურავით.

ციხე - დარბაზის ტერიტორიაზე წმ. საბას ეკლესიის გარდა შემორჩენილია: სასახლის ნანგრევები, გალავანი, ცილინდრული, ნახევარცილინდრული და ოთხკუთხა კოშკები.

ტაძრის სამხრეთ კედელზე არსებული ასომთავრული წარწერა საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. ჩამოშლილია გარკვეული ფენა და მოითხოვს გადაუდებელ დახმარებას.

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ლელა მარგიანის