ქაჩუს ციხე


galerea



aRwera

ქაჩუს ციხე, მდებარეობს სოფელ შატილის ჩრდილო - აღმოსავლეთით, 1.5 კილომეტრზე, მაღალი მიუვალი კლდის თავზე. არქიტექტურული ძეგლი განეკუთვნება გვიან შუასაუკუნეებს და შედგენა ოთხი გვერდიგვერდ მდებარე ციხე-სახლისგან რომლებიც, ერთ მთლიან სათავდაცვო სისტემას ქმნის. შენობებს შორის კავშირი მათ შორის არსებული ვიწრო (სიგანე: 1 – 1.3 მეტრი) გასასქლელებით მყარდებოდა. ოთხივე ციხე-სახლი ფიქლითაა ნაშენი. კომპლექსის სამხრეთ ნაწილში დგას ორი ციხე-სახლი, მათ შორის ვიწრო გადასასვლელია დატოვებული. აღმოსავლეთით მდგარი ციხე-სახლი (7.7 მ * 6.4 მ-ზე) სამსართულიანია, გეგმით ხუთკუთხა. შემორჩენილია პირველი სართული და ზედა სართულების კედლების ნაწილი. კედლებზე შერჩენილია სართულშუა გადახურვის ხის კოჭების ბუდეების კვალი. სახლს მიწურბანიანი სახურავი ჰქონია. ინტერიერის შუაში ქვის მასიური სწორკუთხა სვეტი დგას. პირველი სართულის შესასვლელი სამხრეთ კედელშია. კარი დასრულებულია ნახევარწრიული თაღით. ამავე მხარესაა მეორე სართულის შესასვლელიც. პირველ სართულზე შესასვლელის გარდა ორი სათოფური და ორი ნიშია. მეორე, დასავლეთით მდგარი ციხე-სახლი ოთხსართულიანია, გეგმით ოთხკუთხა (9.4 მ * 5.7 მ-ზე). სახლის I, II და III სართულებზე, სამხრეთ კედელში კარია გაჭრილი. II და III სართულების შემორჩენილ კედლებში რამდენიმე სარკმელი, ნიში და სათოფურია. II სართულის დასავლეთ კედლის შუა ნაწილში დიდი ზომის ოთხკუთხა ღიობია. კომპლექსის ჩრდილოეთ ნაწილში მდგარი შეწყვილებული ციხე-სახლის აღმოსავლეთ ნაწილისგან ორი სართულიღაა შემორჩენილი. იგი გეგმით ტრაპეციულია (10 მ * 5.5 მ-ზე). სართულშუა გადა–ხურვა და სახურავი აქაც ხის კოჭებზე იყო გამართული. I და II სართულებზე, გარდა სამხრეთ კედელში გაჭრილი შესასვლელებისა, რამდენიმე სარკმელი, ნიში და სათოფურია. ორი სართულია შემორჩენილი ციხე-სახლის დასავლეთ ნაწილისგანაც (8.7 მ * 7.1 მ-ზე). შესასვლელი ორივე სართულს სამხრეთიდან აქვს. კედლებში რამდენიმე ნიში, სარკმელი და სათოფურია. ნაგებობის შუაში ქვის მასიური სვეტის ნაწილია შემორჩენილი. კომპლექსის სამხრეთ კიდეში მდგომ ციხე-სახლებზე სტრატეგიული მიზნით მიშენებულია სამ სართულიანი ნაგებობა (სიმაღლე: 9.5 მეტრი) რომელიც რელიეფს მიყვება. შესასვლელი აღმოსავლეთ კედელშია, მიწიდან 3.25 მ სიმაღლეზე. კედლებში რამდენიმე ნიში, სარკმელი და სათოფური. სართულშუა გადახურვა და სახურავი ხის კოჭებზე იყო გამართული. ამ ნაგებობის მიშენებამდე ციხე-სახლების ქვედა სართულს საქონლის სადგომად იყენებდნენ. ხოლო მას შემდეგ, რაც სამხრეთიდან მისადგომი გაუქმდა, ეს სივრცე მხოლოდ თავშესაფრის ფუნქციას ასრულებდა.