მახუნცეთის ხიდი
galerea
aRwera
მახუნცეთის ხიდი საკმაოდ დიდი ზომის, ოდნავ შეისრული მოყვანილობის ნაგებობაა. ის ეყრდნობა ბუნებრივი კლდის ბურჯებს, რომელთა სიმაღლეები განსხვავებულია. კლდე ალაგალაგ ქვებითაა ამოშენებული. ხიდი ნაშენია ვულკანური წარმოშობის ქვით, დუღაბზე. მისი ორივე მხარის საპირე რკალის ფლეთილ ქვებს შორის ჩასმულია უსწორო ქვები და კირის ხსნარი. საპირე ქვები ერთმანეთზე ვერტიკალურადაა მიწყობილი და ხიდის ორივე ნაპირს მთელ სიგრძეზე გასდევს. ხიდს არ აქვს ლავგარდანი; ჰორიზონტალური სიგრძე ბურჯიდან ბურჯამდე 19.5 მეტრია, სავალი ნაწილის სიგრძე კი 28.7 მეტრი; ხიდის სიგანე შუაწელზე 2.5 მეტრია, ნაპირებზე ბურჯებთან კი 3 მეტრი; თაღის სიმაღლე წყლის დონიდან 5.6 მეტრია. საუკუნეების მანძილზე ხიდის გამაგრებისა თუ შეკეთების მიზნით მის ზედაპირზე დამატებულია ქვის წყობის ერთი და ზოგან ორი რიგი, რომელიც სრულიად განსხვავდება პირვანდელი წყობისგან ზომით, ფორმითა თუ წყობის ხასიათით.