შენაქოს წმინდა გიორგის ეკლესია


galerea



aRwera

შენაქოს წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს სოფელ შენაქოს განაპირას, აღმოსავლეთით.ძეგლი განეკუთვნება მე-19 საუკუნეს და წარმოადგენს „თავისუფალი ჯვრის“ ტიპის გუმბათოვანნაგებობას (შიდა ზომები: 7.4 მ *5.1 მ-ზე). ტაძარი ნაშენია ფიქლითა და კირის დუღაბით. კედლები შიგნით და გარედან შელესილი და შეთეთრებულია. ჯვრის აღმოსავლეთ მკლავი ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული და დანარჩენ მკლავებზე გაცილებით ღრმაა. დასავლეთ სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავები სწორკუთხა და თანაბარი სიღრმისაა, ხოლო გარედან აფსიდი ხუთწახნაგაა. დასავლეთ მკლავის დასავლეთ კედელში ნახევარწრიული თაღით გადახურული განიერი შესასვლელია. აფსიდი წყვილი პილასტრითადა მათზე დაყრდნობილი ნახევარწრიული საბჯენითაა გამოყოფილი, რომლის ქუსლებთან ფიქლის თაროსებრიიმპოსტებია. აფსიდშითაღოვანი სარკმელია გაჭრილი, აფსიდის ჩრდილოეთ კიდეში გეგმით ოვალური თაღოვანი ნიშია. საფეხურით შემაღლენბლ საკურთხევლის ბაქანს ნახევარწრიული ამბიონი ეკვრის. საკურთხეველში დგას ფიქლით ნაშენი კუბური ფორმის ტრაპეზი. სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავების ღერძებზე ბრტყელი თაღით გადახურული თითო განიერი სარკმელია. ორივე სარკმელს თითქმის პარალელური წირთხლები და ჰორიზონტალური რაფა აქვს. ჯვრის დასავლეთ სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავები ცილინდრული კამარითაა გადახურული რომელთა ქუსლებთან გამოყოფილია ფიქლის თაროსებრიიმპოსტები. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის წრიულ მოხაზულობაზე გადასვლა განხორციელებულია გუმბათქვეშა კვადრატის კუთხეებში გამოყვანილი აფრებით. გუმბათის ყელში რვა ვიწრო და მაღალი თაღოვანი სარკმელია. გარედან გუმბათის ყელი რვაწახნაგაა, გადახურულია თუნუქით დაბურული, პირამიდული ფორმის სახურავით. ეკლესიის დასავლეთ მკლავის წინ გეგმით სწორკუთხა და სამ მხარეს ნახევარწრიული თაღებით გახსნილი კარიბჭეა, თაღები ეკლესიის დასავლეთ კედლის ორ პილასტრს და ორ კვადრატულ ბურჯს ეყრდნობა. შიგნით კარიბჭე გადახურულია ნახევარსფერული გუმბათოვანი კამარით, გარედან კი თუნუქის ორფერდა სახურავით. კარიბჭის დასავლეთ კედელზე დაშენებული ყოფილა გეგმით კვადრატული სამრეკლო, რომლისგანაც მხოლოდ საფუძველი შემორჩა. ეკლესიის სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავებს თითქმის მთელ სიგანეზე, გეგმით სწორკუთხა და სამ მხარეს სწორკუთხა მალებით გახსნილი მინაშენები ეკვრის, რომელთა თუნუქის ცალფერდა სახურავი ორ კვადრატულ ბურჯსა და ეკლესიის კედლის პილასტრებზე გადებულ ხის ძელებს ეყრდნობა. ეკლესიას, კარიბჭეს და მინაშენებს ფიქლის თაროსებრი ლავგარდანი აქვს.

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ანზორ მჭედლიშვილის