არდოტის ეკლესია
galerea
aRwera
არდოტის ეკლესია მდებარეობს სოფელ არდოტის სამხრეთ განაპირას მთის ფერდობზე. ძეგლი განეკუთნება მე-19 საუკუნეს და ის ეგრეთწოდებული „თავისუფალი ჯვრის“ ტიპის ნაგებობაა(11 მ *9მ-ზე). ნაშენია სხვადასხვა ზომის ფიქალით, კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია თლილი ქვა. ტაძარი ძლიერ დაზიანებულია, კერძოდ: ჩამოშლილია გუმბათის მნიშვნელოვანი ნაწილი, მონგრეულია კედლების ზემოთა ნაწილები. ეკლესიას სამი შემოსასვლელი აქვს: დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელიც ხუთწახნაგოვან შვერილს ქმნის. აფსიდის წინ ბემაა. აფსიდის ღერძზე გაჭრილი სარკმლის ორივე მხარეს, გეგმით ნახევარწრიული თითო თაღოვანი ნიშია. დანარჩენი მკლავები სწორკუთხოვანია. ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე, აფრების მეშვეობით დამყარებულ გუმბათის ყელში ექვსი სარკმელი ყოფილა გაჭრილი. აღნიშნული სარკმლების ქვედა ნაწილები ეხლაც შემორჩენილია. გარედან ეკლესიის დასავლეთისა და ჩრდილოეთის მკლავებს კარიბჭეები (შემორჩენილია ნაწილობრივ) ეკვროდა.
ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ლელა მარგიანის