მუცო


galerea



aRwera

ციხე-სოფელი მუცო მდებარეობს პირიქითა ხევსურეთში, კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე არდოტის ხეობის შუა წელზე, მაღალი კლდეების თავზე.ციხე-სოფელი უძველესი დროიდან წარმოადგენდა ერთ მთლიან საფორტიფიკაციო, სათავდაცვო, სისტემას და ჩრდილოეთიდან საქართველოში მომავალი გზების დამცველ ავანპოსტს. მუცო პირიქითა ხევსურეთის შემორჩენილი ნასახლარებიდან უძველესია და ის არაერთხელ გამხდარა თავდასხმის ობიექტი. ცნობილია  1769 წელის ლაშქრობა რომლის დროსაც მუცო გადაუწვავთ და ნანგრევებად უქცევიათ. ხოლო 1820 წელს შამილის მოლაშქრეების შემოსევის შემდეგ, სოფელი მთლიანად დაცლილა დამას შემდეგ ხევსურეთის ამ უძველეს დასახლებაში სიცოცხლე თითქმის აღარ განახლებულა.

ციხე-სოფელი განლაგებულია სამ ტერესაზე და მასშიყველა ნაგებობები მშრალი წყობით, ფიქლისმეშვეობითაა ნაგები. თერმო იზოლაციის მიზნით ფიქლებს შორის სიცარიელე დუღაბითაა ამოვსებული. კომპლექსის ზედა მხარეს,  პირველი ოვალური ფართობის ტერასაა, იგი ყველაზე ძველია. ეს სივრცე ჩრდილოეთიდან დაცულია თორღვაის კოშკით, სამხრეთიდან - ციხე სახლებით, ხოლო აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ციცაბო კლდის ქარაფებით. ტერასის შუა ნაწილში წმინდა გიორგის ხატი და მაღალი სათვალთვალო კოშკია. ხატის ახლოს, სამხრეთით, იყო ყორით შემოფარგლული ეზო, ეგრეთწოდებული „ბროლის კალო“, ციხე-საოფლის ერთადერთი საჯინიბო. მეორე შუა ტერასა, მთლიანად საცხოვრებელი ნაგებობებით იყო განაშენიანებული. შენობები ერთმანეთის მიჯრით დგას, მათი გარეთა კედლები საბრძოლო ზღუდეს ქმნის. ნაგებობები ძირითადად ოთხ სართულიანია, ყოფილა ექვს სართულიანიც. ციხე სახლებში პირველ სართულზე უმეტესად ბოსელია მოწყობილი, მეორე სართულზე - საცხვრე (იშვიათად პირიქით) მესამე და მეოთხე სართულები, რომელთა ფართობი 40,60 ან 70 კვ მეტრია საცხოვრებელია. მეხუთე სართულს იყენებდნენ სურსათის მარაგის, სამუშაო და საბრძოლო იარაღის შესანახად. ზაფხულობით კი აქ ბავშვები აჰყავდათ. სათავსოებს შენიღბული სარკმლები აქვს. სართულებს შორის კავშირი ხორციელდებოდა ჭერში დატანებული ხვრელებით და მისადგმელი ხის კიბით. გვხვდება ხის მორზე ამოკვეთილი საფეხურიანი კიბეებიც.

მესამე სართულზე, ტრადიციულად, მოწყობილია კერა, რომელსაც აქვს სახანძრო იზოლაცია. საკვამლე ღიობი (საკვამი) ყველა ღიობზე მაღლა იყო. სარკმლები სათოფურების როლსაც ასრულებდა. ამიტომ მათი განლაგება და პროპორციები თავდაცვითი თვალსაზრისით განისაზღვრებოდა. ციხე სახლები გადახურულია დახრილი ცალფერდა სახურავით- სიპედით ან ბანით - ჭურხოთი, რომლის მცირე ნაწილი, ქვემოდან ამოსასვლელის ადგილი, ფიქლითაა გადახურული. ციხე - სოფლის ყველა ქუჩას, ჩიხს შესახვევს ან კიბეებს სათავდაცვო, საფორთიფიკაციო დანიშნულებითაც აშენებდნენ. ციხე-სოფლის მესამე, ქვედა ტერასაზე, დაბლა, სოფლის სასაფლაოა. სადაც, განლაგებულია სამლოცველოები, მათ ადგილობრივი მოსახლეობა აკლდამებადაც იყენებდა.

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები ვასილ ჭიჭაღუასი