ჩიჩხიტური


galerea



aRwera

ჩიჩხიტურის მონასტერი მდებარეობს წმინდა დავითის ლავრასა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრებს შორის მდებარე ქედზე. მონასტერი მთის ჩრდილოეთ ფერდშია გამოკვეთილი. მთის თხემზე აღმართულია კოშკი, რომელიც გარეჯის უდაბნოს თითქმის ყველა მონასტრიდან ჩანს. კოშკის გარდა ჩიჩხიტურის მონასტერი მოიცავს სამ ქვაბს. მათ შორის მოხატულ ეკლესიასაც, იგი შესწავლილი აქვს ბატონ ლადო მირიანაშვილს. სწორედ ბატონმა ლადომ დაათარიღა ზემოხსენებული მონასტრის მხატვრობა XII-საუკუნის I ნახევრით. ეკლესია ქვაბულების ცენტრშია მოქცეული. აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან სენაკებით არის შემოსაზღვრული. კლდის ჩამოშლის გამო ეკლესია სამხრეთიდან მთლიანად ღიაა. ჭერი ბრტყელი, კედლებიც და ჭერიც შელესილია. აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ ნაწილში იატაკიდან დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლეზე, განიერი, ნახევარწრილი არეა, რომლის ძირი კედელთან ერთ სიბრტყეშია, ზემოთკენ კი ღრმავდება. შუაში გამოყვანილია  დაახლოებით სამოციოდე სანტიმეტრის სიღრმის ნახევარწრიულთაღოვანი ნიშა, ნიშის შიგნითა კედლის მთელ სიმაღლეზე , წითელი საღებავით, სამსაფეხუროვან კვარცხლბეკზე დაყრდნობილი ჯვარია გამოსახული. ამ ნიშის სამხრეთით მაღალი თაღოვანი ნიშააა, წყლის დასაგროვებელი რეზერვუარით, წყალი გარედან თიხის მილით მოედინებოდა. ამ ნიშის მარჯვნივ, ეკლესიის აღმოსავლეთით მდებარე სენაკში გასასვლელი თაღოვანი ღიობია. მსგავსი ღიობით არის დაკავშირებული  ეკლესია დასავლეთით მდებარე სენაკთანაც. ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე მხედრული დამწერლობით შესრულებულია ორსტრიქონიანი ნაკაძრი წარწერა, რომელიც ქვაბის მფოლების ვინაობას გვამცნობს. წარწერას ლადო მირიანაშვილი XIII-საუკუნით ათარიღებს. მასში მოხსენიებულია  სახელი ზოსიმე-პიმენი. ბატონი ლადოს ვარაუდით შესაძლოა, რომ ერთერთი სახელი იყოს ამ პიროვნების საერისკაცო, ხოლო მეორე საბერმონაზვნო.

დღევანდელი მდგომარეობით ჩიჩხიტურში საქართველოს მხრიდან მოხვედრა შეუძლებელია. მონასტრის ტერიტორია არის სადავო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.