კონდამიანის ქვაბები


galerea



aRwera

ძეგლი წარმოადგენს კლდეში ნაკვეთ კომპლექსს, გამოქვაბულების სისტემას, რომელიც თარიღდება შუა საუკუნეებით. მდებარეობს სოფელ ქისისხევის სამხრეთ დასავლეთით ხეობაში ამავე სახელობის მონასტრის მახლობლად. კომპლექსის სხვადასხვა გამოქვაბულები ერთმანეთთან დაკავშირებული ყოფილა გვირაბებით და აივნებით. ამჟამად გამქვაბულებს შორის გადაადგილებისთვის განკუთნილი ინფრასტრუქტურის უმეტესი ნაწილი ჩამონგრეულია და ერთი გამოქვაბულიდან მეორეში გასვლა ვერ ხერხდება. მღვიმეები განლაგებულია გარკვეული სისტემით და შექმნილია რამოდენიმე ჰორიზონტალური მწკრივი. გამოქვაბულების ინტერიერი ალაგ-ალაგ შელესილია დუღაბით. ოთახებში მოწყობილი ყოფილა ჭები და წყლის რეზერვუარები. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით ქვაბებში ეკლესიაც ყოფილა გამოკვეთილი. ამ მომენტისათვის ხელმისაწვდომია კომპლექსის ქვედა იარუსის რამოდენიმე (ორი - სამი) გამოქვაბული, დანარჩენებში შეღწევა ალპინისტური არჭურვილობის გარეშე შეუძლებელია.

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ

ფოტოები - ვასილ ჭიჭაღუასი