ხოფას მონასტერი


galerea



aRwera

ქსნის ხეობაში, სოფ. მოსაბრუნის აღმოსავლეთით, სამიოდე კილომეტრის დაშორებით, ვიწრო ხეობის ლამაზ, ტყიან ფერდობზე განლაგებულია ხოფას მონასტერი.

მონასტრისაკენ მიმავალ გზას პირდაპირ მივყევართ ეკლესიის დასავლეთ კარიბჭემდე. მისგან 2-3 მეტრში, ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდებარეობს სატრაპეზო.

მომსვლელს პირველად თვალს ჭრის დიდი მოცულობის ეკლესიის, უხვი დეკორით შემკული დასავლეთის ფასადის ოქროსფერი ელვარება მწვანე ტყის ფონზე, ხოლო შემდგომ, ასევე დიდი მოცულობის სატრაპეზოს სამხრეთ ფასადის რიყის ქვის წყობა.

მონასტრის მთავარი ნაგებობა, ეკლესია, დარბაზული ტიპისაა, რომელიც თარიღდება XIII ს-ის პირველი ნახევრით, ხოლო შემდგომ მიშენებული დასავლეთისა და სამხრეთის კარიბჭეები თარიღდება XIII-XIV ს.ს.-ით.

 

ინფორმაცია მოამზადა ლელა მარგიანმა

ფოტო - აღებულია ვიკიპედიიდან