ძეგვის სამება


galerea



aRwera

ძეგვის სამების ეკლესია მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძეგვის სამხრეთ-აღმოსავლეთით 5-6 კმ-ზე, ტყით დაფარული მაღალი მთის წვერზე. თარიღდება გვიანფეოდალური ხანით. იგი დარბაზული ტიპისაა (7,9X8,4 მ), აგებულია სხვადასხვა ზომის ტლანქად დამუშავებული ქვის კვადრებით. ეკლესიას ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, რომელიც გარედან არქიტრავულია შიგნიდან თაღოვანი. ღრმა აფსიდში ფართო თაღოვანი სარკმელია, რომლის მარჯვნივ ოთხკუთხა, ხოლო მარცხნივ  ნახევარწრიული ნიშია. ერთი თაღოვანი სარკმელი ეკლესიის დასავლეთ კედლის ზედა ნაწილშია, ერთი ოთხკუთხა-კარის თავზე. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით. შენობა შიგნიდან შელესილია. ეკლესია აღდგენილია, გამაგრებული და ამჟამად მოქმედებს მონასტერი.