კუშჩის წმინდა გიორგის ეკლესია
galerea
aRwera
წმინდა გიორგის ეკლესია, სოფელ კუშჩიდან 1 კილომეტრში ყიზილქილისასკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ნაგებია წითელი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ფასადები სადაა. ერთადერთი დეკორატიული დეტალია აღმოსაველითს ფასადზე, სარკმლის თავზე ჩარჩოში ჩასმული ჯვრიანი ქვა. ეკლესია XII საუკუნით თარიღდება. ეკლესია თრიალეთში მოგზაურობის დროს უნახავს და შეუსწავლია ექვთიმე თაყაიშვილს. ამჟამად ტაძარი მძიმე მდგომარეობაშია, ჩამოშლილია კარნიზის დიდი ნაწილი, და სახურავი ითხოვს დაუყოვნებლივ შეკეთებას.
ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
ფოტოები - ლელა მარგიანის