კუშჩის წმინდა გიორგის ეკლესია


galerea



aRwera

კუშჩის წმინდა გიორგის ეკლესია წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშჩში მდებარეობს. აღნიშნული სოფლის ძველი სახელი გოდერძი ნარიმანიშვილის აზრით ავლადი უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება ტაძარს, დარბაზული ტიპისაა, სამხრეთის მხარეს დამატებით ერთი ნავით. იგი სტილისტური გაფორმებიდან გამომდინარე VI-VII საუკუნების უნდა იყოს. ნაგებია კარგად თლილი ქვით. ტაძარს შესასვლელი სამხრეთის ღია თაღოვანი ნავიდან აქვს. მარცხენა თაღის ქვაზე შემორჩენილია ასომთავრული წარწერა, რომელიც დაზიანებულია და აღარ იკითხება. ექვთიმე თაყაიშვილის ინფორმაციით ტაძარზე არსებობდა წარწერები, თუმცა ამჟამად სხვა წარწერის ნაკვალევი ტაძარზე აღარ შეიმჩნევა. რაც შეეხება ტაძრის დეკორატიულ გაფორმებას, ყველაზე მეტად გაფორმებული ყოფილა სამხრეთ ფასადი, გამოფრმებული იყო მინაშენის თაღის სვეტების კაპიტელები. საინტერესოა „კბილებიანი“ ლავგარდანი, რომელიც იმ პერიოდიკის გამორჩეული დამახასიათებელი ნაწილია. ცენტრალურ დარბაზში შესასვლელი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან თაღოვანი. ინტერიერში რამდენიმე ადგილას ჩასმულია ქვაში გამოკვეთილი ჯვრები. ტაძარს გარშემო გალავანი ჰქონია შემოვლებული, ეზოშია იმდროინდელი საფლავის ქვებიც. დღეისათვის ტაძარი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ჩამონგრეულია სახურავი, აგრეთვე ტაძრის კამარებიც და ადგილობრივი მკაცრი კლიმატი აზიანებს მას.

 

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა

ფოტოები - ლელა მარგიანის