ბერთა
galerea
aRwera
ბერთას მონასტერი მდებარეობს წალკის მუნიციპალიტეტში, სოფლის ცენტრალურ ნაწილში. ამ სოფელს ადრე ოლიანქი ერქვა, აგრეთვე მოიხსენიება როგორც მაჩვთა. 2010 წლიდან სოფელს ბერთა ქვია. რაც შეეხება ღვთისმშობლის ეკლესიას, არქიტექტორულად იგი დარბაზული ტიპის ნაგებობაა. ნაგებია დამუშავებული ქვის კვადრებით. ერთადერთი შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს. ეკლესია აგებულია წყაროს სათავეზე და მის წინ მდებარეობს ერთგვარი აუზი. ამ აუზში ბინადრობენ კალმახები. არსებობს გადმოცემა რომ ამ აუზში ბანაობდნენ უშვილო ქალები საკურნებლად. დღესაც ამ ადგილს ბევრი სხვადასხვა სენით შეპყრობილი ადამიანი სტუმრობს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კალმახების აქ ცხოვრების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს მითითებული არც ვახუშტი ბაგრატიონს და არც ექვთიმე თაყაიშვილს.
ამჟამად აქ ფუნქციონირებს სამი მღვდელმთავრის სახელობის მამათა მონასტერი.
ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის