სნოს ციხე


galerea



aRwera

           სნოს ციხე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ სნოში მდებარეობს. სიმაგრე აგებულია მდინარე სნოსწყლის მარჯვენა ნაპირას, კდლოვან გორაკზე. სნოს ხეობა შემდგომში თერგის ხეობას უერთდება, ხოლოს სნოს ხეობიდან მოკლე გზები გადადიოდა მთიულეთში და შემდგომ ფშავ-ხევსურეთში, ამის გამო ციხეს საკმაოდ სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა.

            ციხე დიდი არ არის, მაგრამ ძალიან ძნელად მისადგომია და საფორტიფიკაციო ნაგებობისათვის დამახასიათებელი ყველა ელემენტი აქვს. სნოს ციხე შედგება თითქმის წრიული გალავანისგან და ერთადერთი კოშკისგან, შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. გალავნის კედლები საკმაოდ მაღალია, ზოგან ოთხი მეტრი, ზოგან კი ათ მეტრსაც აღწევს. გალავანი საბრძოლო დანიშნულებისაა და ორ იარუსიანია, ქვედა იარუსზე არის მოზრდილი სათოფეები, რომელიც შესაძლოა საზარბაზნედაც გამოყენებულიყო. ზედა იარუსზე სალოდეები ყოფილა მოწყობილი.

            რაც შეეხება კოშკს მისი სიმაღლე ოც მეტრამდე ყოფილა. ერთადერთი შესასვლელი ქვევიდან 6 მეტრის სიმაღლეზე იყო. კოშკიც და გალავანიც ნაგებია ადგილობრივი კლდის ქვით, მხოლოდ კოშკის სარკმლების გამოყვანაში ნახმარია თლილი ქვები. ნაგებობის სხვა ნაგებობებთან შედარების საფუძველზე სნოს ციხე XVI საუკუნით შესაძლოა დათარიღდეს.

სნოს ციხის შესახებ ისტორიული ცნობები ძალიან მწირეა, მხოლოდ ერთადერთგან არის მოხსენიებული, XVIII საუკუნეში, როდესაც  არაგვის ერისთავი ბარძიმი ატყობინებს რუსეთში მყოფ ქართლის მეფე ვახტანგ VI-ს ქვეყნის მდგომარეობას, იქვე იხსენიებს სნოს და არშის ციხეების მდგომარეობას, რომელსაც ათი ათასი ლეკი შემოსდგომია. შემდგომში ციხეს რა ბედი ეწია უცნობია.

            ლეგენდის მიხედვით სნოს ციხის მფლობელი იყო შიოლა ღუდუშაური, რომელიც იყო მმართველი აჩხოტის მხარის. მისგან არის წარმომდგარი შიოლაშვილების გვარი.

            სნო საქართველოს პატრიარქის ილია მეორის მშობლიური სოფელია.