მანგლისის სიონი


galerea



aRwera

        მანგლისის სიონი მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დაბა მანგლისში თბილისიდან 60 იოდე კმ-ის მანძილზე. მანგლისი უძველესი ქრისტიანული კერაა, ლეონტი მროველის ცნობით აქ ჯერ კიდევ IV-საუკუნის პირველ ნახევარში ქალაქი ყოფილა, სადაც უკვე მდგარა პირველი ეკლესია, შემდგომ V-საუკუნეში აქ აუგია ტეტრაქონქის ფორმის ქვის ეკლესია. ცნობილია რომ ვახტანგ გორგასლის დრიონდელ საეპისკოპოსოებში მანგლისი მეოთხე ადგილზეა მოხსენიებული. ტაძარი საფუძვლიანად არის გადაკეთებული XI-საუკუნეში. ერთი შეხედვით დღევანდელი ტაძარი სხვადასხვა ეპოქების ნიმუშია. ტაძარი გეგმით ტეტრაქონქის ფორმისაა, შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს, რომელთა წინ მდიდრულად გაფორმებული კარიბჭეებია. ტაძარი დაგვირგვინებულია 12 წახნაგა გუმბათით, რომელშიც 6 სარკმელია. საშენ მასალად ძირითადად გამოყენებულია ალგეთის რუხი ქვა.

          ტაძარი საფუძვლიანად არის შეკეთებული XVII საუკუნეში, აღნიშნული სამუშაოები ჩაუტარებია მანგლელ ეპისკოპოსს არსენს, რომელიც იხსენიება ტაძრის გალავნის აღმოსავლეთ კარიბჭის თავზე არსებულ მხედრულ წარწერაში.

           რუსული იმპერიალისტური მმართველობის პერიოდში მანგლისის სიონს ჩაუტარდა სხვადასხვა სამუშაოები რუსი ჯარისკაცების მიერ, ხელუხლებლად შემორჩა მხოლოდ გუმბათი, როგორც ცნობილია ტაძარი XI-საუკუნეში მოუხატავთ, თუმცა როგორც სხვა არაერთი ტაძარი რუსებმა კირით შეათეთრეს. ამჟამად მხოლოდ გუმბათშია შემორჩენილი ჯვრის ამაღლების კომპოზიცია. სწორედ ამ სამუშაოების დროს დაიკარგა არაერთი წარწერა და ჩუქურთმიანი ქვა.